ელზა პაპოშვილი
06.07.2023

ქალზე ძალადობის კიდევ ერთი უმძიმესი ფაქტი. ცნობილი საავადმყოფოს ექიმ ქალს, მეუღლემ ათობით ჭრილობა მთელ სხეულზე მიაყენა. მას დაზიანებები თავის არეში ჩაქუჩი ურტყა,  შემდეგ კი სახრახნისით 33-ჯერ დაჭრა, მანამდე კი სასტიკად სცემა. ქალის განწირული ყვირილის შემდეგ მეზობლებმა პოლიციაში დარეკეს.  

სახლში მისულ სამართალდამცველებს  საზარელი სურათი დახვდათ. სისხლში მცურავი, სასტიკად ნაცემი ქალი, რომელიც სასაწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა. მამაკაცი კი პოლიციამ იქვე ცხელ კვალზე დააკავა. 

ქალს 8 საათის განმავლობაში მედიკსოები ოპერაციას უკეთებდნენ  და მისი გადარჩენა ძლივს შეძლეს. 

მეზობლები ამბობენ, რომ წყვილი ახალი დაოჯახებულია და კაცს ცოლი სულ რაღაც 6 თვეა რაც მოყვანილი ჰყავს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წლების წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადიოდა მკურნალობას.   

ექიმებმა 42 წლის ქალის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება. 

მოძალადე ქმარი პოლიციამ უკვე დააკავა, 44 წლის მამაკაცს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აქვს წაყენებული.

„ეს სახლი ბიჭის არის  და აქაც იყვნენ-ხოლმე და გოგოს სახლშიც. როგორც ვიცით, ახალი დაოჯახებულები არიან. დიდად მეზობლები ამ ბიჭთან არ ვკონატქობთ, ამიტომ ზუსტად არ ვიცით, ვინ არის და ჰქონდა თუ არა ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა. რაც ვიცით ისაა, რომ მეზობლებმა ქალის განწირული კივილის ხმა გაიგეს. ის შველას ითხოვდა. ჯერ სასტიკად უცემია, შემდეგ კი დაზიანებები ჩაქუჩით და სახრახნისით მიუყენებია. რომ მოვედი სამსახურიდან, აქაურობა პოლიციით იყო სავსე. სახლში არავის უშვებდნენ. კაციც აქვე სახლში დახვედრიათ. ქალი კიდევ უმძიმეს მგდომარეობაში მყოფი გამოიყვანეს. ძალიან იყო ნაცემი, საშინელი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. არ ვიცი, რა დაუშავა, წარმოუდგენელი ამბავია. რაღაცა ყოფით ნიადაგზე მოსვლიათ შელაპარაკება, რის შემდეგაც ეს უბედურება მოხდა“, - ამბობს წყვილის მეზობელი.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×