ელზა პაპოშვილი
29.06.2023

შემზარავ დანაშაულის ახალი დეტალები საგარეჯოდან - 47 წლის ქალმა სოფელ გიორგი წმინდაში 77 წლის დედას ყელი გამოჭრა და შემდეგ დახმარებას ექიმებს სთოხვდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ დილის საათებში მოხუცი ქალის შემზარავი კივილის ხმა გაიგეს, ამბის გასაგებად მისულებს კი ის უკვე მოკლული დახვდათ. მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური ჯამრთელობის  პრობლემები აქვს. ბოლო დროს მკურნალობდა და თავს უკეთ გრძნობდა, თუმცა დედასთან მუდმივად ჰქონდა კონფლიქტი.

მას ასევე 15 წლის შვილი ჰყავს, რომელიც სახლიდან გაუშვა. ამიტომ მეზობლებს ეჭვი აქვთ, რომ ქალმა მკვლელობა წინასწარ დაგეგმა. მათივე იფორმაციით, ქალმა მკვლელობის შემდეგ ნივთმტკიცების, დანის თავიდან მოშორება სცადა. ის გადამალა და სახლი დატოვა. თუმცა მოგვიანებით უკან დაბრუნდა, სადაც მეზობლებს უკვე პოლიცია და სასწრაფო დახმარება ჰყავდათ გამოძახებული. 

„ამ გოგოს ადრე ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და დედა მას მკურნალობდა. ახლა მშვენივრად იყო და რაიმე პრობლემა თუ კიდევ ჰქონდა, არ ვიცით. დედას შეეცოდა - ცოდოა ახალგაზრდა ქალია იქ რა უნდა, თან შვილი ჰყავსო და უკან დააბრუნა. სახლში იყო და წამლებს სვამდა. 

„ჩაკეტილი გოგოა, მეზობლებთან ნაკლებდ კონტაქტობდა. „გამარჯობა, გაგიმარჯოს...“ - ამის მეტად კომუნიკაციაში არავისთან შედიოდა. დედა ძალიან კარგი ქალი იყო. რა მოხდა არავინ იცის, მხოლოდ ვერსიებზე საუბრი შეგვიძლია. 

„ერთი ვერსიით, მათ სულ კონფლიქტი ჰქონდათ. არ ვიცი რას ედავებოდა დედას. ახლაც უთხოვია - წყალი მომიტანეო და ამაზე შეკამათებულან. ეტყობა ჯერ ხელი დაარტყა და შემდეგ დანა აიღო. დედა მიხვდა სავარაუდოდ რაც ხდებოდა და ყვირილი დაიწყო. თუმცა, სანამ მეზობლები მიცვივდნენ საშველად, სახლის კართან უკვე ყელი ჰქონდა გამოჭრილი. 

„უმძიმესი სურათი დაგვხვდა. ქალი უკვე სისხლისგან იყო დაცლილი. ყელში ჰქონდა რამოდენიმე ჭრილობა. სასტიკად ჰყავდა გამეტებული“, - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“. 

იყო თუ არა გიორგიწმინდაში მომხდარი დანაშაული წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა - ამ კითხვაზე პასუხი ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს. ეს ვერსია მას შემდეგ გაჩნდა რაც გაირკვა, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ბრალდებულმა 15 წლის შვილი სახლიდან განარიდა და დედასთან მარტო დარჩა. 

"ყვირილის და ბრახუნის ხმა გავიგე. დამძახეს, რომ უბედურება მოხდა და ამოდიო. ყელში ჰქონდა დანა დარტმული, მაშინვე მოკვდა ქალი. თვითონ წასულა ექიმთან, მოდით ნახეთ, ცოცხალია თუ მკვდარიაო. პრობლემები ჰქონდა ფსიქიკური, თბილისში იწვა საავადმყოფოში, მერე დედამ  ჩამოიყვანა. სახლში დააკავა პოლიციამ. თავად თქვაა მერე რომ მე დავარტყი დანაო. პოლიციამ რომ კითხა რატომო, რა ვიცი,  წყალს მთხოვდა და მაგაზე ვიჩხუბეთო. არ მინდოდა და მეგონა არ მომკვდარა დაჭრილი იყოვო. ექიმის მოსაყვანად წავედიო“, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

77 წლის ქალის ცხედარი ამ დრომდე პროზექტურაშია. დამნაშავე დაკავებულია და ახლა სამართლადამცველები არკვევენ რა გახდა დედა-შვილს შორის დაპირისპირების მიზეზი. 

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ქალს დედის მკვლელობისთვის, 20 წლამდე ან უვადოპატიმრობა ემუქრება. თუმცა ჩანიშნულია  ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც. თუ ქალს შეურაცხადობა დაუდგინდება, მას დიდი ალბათობით, ციხის ნაცვლად, სამკურნალო დაწესებულებასი გაუშვებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×