ელზა პაპოშვილი
15.06.2023

15 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის და 16 წლამდე მიუღწეველ პირთა სქესობრივი  კავშირის  ბრალდების ფაქტზე პოლიციამ 23 წლის ახალგაზრდა ლაშა ნინიძე დააკავა. მას მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. უცნობია აღიარებს თუ არა ნინიძე წაყენებულ ბრალს, რადგან ის დუმილის უფებას იტოვებს, არ კონატაქტობს მედიასთან არც მისი ადვოკატი. 

ფაქტი კი შემზარავია და 15 წლის გოგონას უმძიმეს ამბავს ეხება, რომელმაც სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება გადაწყვიტა. 11 ივნისს, ბათუმში მე-17 სართულიდან გოგონა გადმოხტა. თავდაპირველად,  როდესაც ადგილობრივებმა იპოვეს, ცოცხალი იყო, თუმცა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. 

მედიკოსების იფორმაციით, მოზარდს  უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბათუმის პოლიციის განყოფილების გამომძიებლებმა კი დაადგინეს, რომ გოგონას თვითმკვლლეობას წინ უმძიმესი დანაშაული უძღოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებით დაადგინა, რომ 15 წლის გოგონა ნინიძისგან  სისტემატიურად სექსუალური ძალადობის და შანტაჟის მსხვერპლი იყო. გამოძიების ინფორმაციით, ის გოგონას გაუპატიურების შემდეგ ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ასევე  ემუქრებოდა, რომ მის პირად ინფორმაციას გაასაჯაროვებდა.  

როგორც ირკვევა, ლაშა ნინიძე რამდენიმე წლის განმავლობაში იცნობდა გარდაცვლილ გოგონას და ხშირი კომუნიკაცია ჰქონდათ. 

თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოსამართლემ სასამართლო პროცესი მედიისთვის სრულად დახურა. 

პროკურატურის განცხადების თანახმად, ბათუმში, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე 1 პირს ბრალი გუშინ წარუდგინეს.

„მომხდარია უმძიმესი დანაშაული, რასაც არასრულწლოვანის სიკვდილი მოჰყვა. შესაბამისად, ბრალდების მხარე გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა დანაშაულის ჩამდენმა პირმა კანონის ფარგლებში უმკაცრესად აგოს პასუხი.

ბრალდებული და გარდაცვლილი ერთმანეთს რამდენიმე წლის განმავლობაში იცნობდნენ. ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთი და იგივე მისამართზე ცხოვრობდნენ ქალაქ ბათუმში.

მომხდარი ფაქტიდან მალევე საგამოძიებო უწყებამ ინტენსიურ რეჟიმში ოპერატიულად ჩაატარა მოცულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მალევე მოხდა ბრალდებულის დადგენა და დაკავება.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. იმ შემთხვევაში თუ კი გამოვლინდება დამატებითი გარემოებები და ფაქტები, არ გამოვრიცხავთ ბრალდების დამძიმებას,“ - აცხადებს პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე.    

თვითმხილველების თანახმად, შემთხვევა 11 ივნისს ღამით, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. ლორიასა და პუშკინის ქუჩების კვეთაში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის, სავარაუდოდ მე-17 სართულიდან მათ ადამიანის გადმოვარდნა დაინახეს.  

ადგილობრივები ყვებიან, რომ დაცემის ძლიერი ხმა გაიგეს, ხოლო გარეთ გამოსულებს „ჯიპის“ მარკის ავტომობილში ჩავარდნილი პატარა გოგონა ნახეს. მას მძიმე დაზიანებები ჰქონდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.   

„დაცემის ძალიან ძლიერი ხმა გავიგონე. ვიფიქრე ალბათ ვიღაცას ავარია მოუხდა- მეთქი და გამოვიხედე. საიდანაც ხმა მოდიოდა, ვერაფერი დავინახე. შემდეგ  გავიგე რომ  ახალგაზრდები მორბოდნენ  და ყვიროდნენ  ვიღაც გადმოვარდაო. როცა კიბეებზე ჩამოვირბინე და გარეთ გამოვედი, კორპუსთან, „ჯიპის“  მარკის ავტომობილში,  უკანა მხარეს, გოგონა იყო ჩავარდნილი. სიდენიებს შორის იყო მოქცეული. მივვარდით, მოგროვდა ხალხი და სასწრაფო გამოვიძახეთ. ბავშვი ცოცხალი იყო, თუმცა უგონო მდგომარეობაში. მოვიდა კატასტროფის ბრიგადა და წაიყვანეს. 15 წლამდე გოგონა იყო. სავარაუდოდ, მძიმე მოტეხილობები ჰქონდა. რა მოხდა, რა გახდა გადმოვარდნის მიზეზი, არაფერი არ ვიცით“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×