ელზა პაპოშვილი
30.05.2023

სამართალდამცველებმა 7 კაცი დააკავეს, რომლებიც ქალებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოებითა და მიმოწერით აშანტაჟებდდნენ. ერთი მათგანი ლიეტუვას მოქალაქეა. დაზარალებული ქალების რაოდენობა რამდენიმე ათეულია, თუმცა, გამოძიების ცნობით, ეს რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, რადგანაც, სავარაუდოდ, არიან დაზარალებული ქალები, რომელთაც პოლიციისათვის ჯერ არ მიუმართავთ.

ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალბატონებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ და ამ პერიოდში მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, ვიდეოებს, მიმოწერებს და ხმოვან შეტყბინებებს მოიპოვებდნენ. ქალები მათ ამ ინფორმაციას მათ ნებაყოფილობით გადასცემდნენ, ხოლო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ კი, ბრალდებულები მათ შანტაჟს იწყებდნენ. ისინი ამ ინფორმაციას ქალების ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს უგზავნიდნენ. 

„ქალებს ძირითადად სოციალური ქსელით არჩევდნენ. მათთან კომუნიკაციაში შედიოდნენ და ურთიერთობას იწყებდნენ. მათი სასიყვარულო ურთიერთობის დროს ისინი ქალებს ინტიმური ხასიათის ფოტოების, ვიდეოების და ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნას სთხოვდნენ. ქალებიც, ყველანაირი ეჭვის გარეშე, ამას აკეთებდნენ, თუმცა მათთან დაშორების შემდეგ, კაცები მეგობარი ქალების დაშანტაჟებას იწყბდნენ. ემუქრებოდნენ, რომ თუ ისინი მათ არ დაუბრუნდებოდნენ, ურთიერთბის შესახებ ყველას მოუყვებოდნენ. ამის დასამტკიცებლად კი მათ მშობლებს, ახლობლებს, ნაცნობებს და ა.შ. ამ ინფორმაციას უგზავნიდნენ. ეს იყო ფოტოები, ვიდეოები და მიმოწერები. ასევე ხმოვანი შეტყობინებებიც. მათი რეპუტაციის შელახვას იწყებდნენ.  

„იყო შემთხვევები, როცა ქალები მათ შანტაჟს ეგებოდნენ და მათგან თავის დაღწევას ვეღარ ახერხებდნენ. ეს იყო ფსიქოლოგიური ტერორი, რომელსაც ძალიან მძიმე სახე ჰქონდა. ერთ-ერთმა ყოფილი ცოლის ჯამრთელობის შესახებ არსებული ინფორმაცი სოციალურ ქსელშიც კი გაასაჯაროვა. დაზარალებული ქალების რაოდენობა რამდენიმე ათეულია, მაგრამ არაა გამორიცხული ისინი სხვა ქალებსაც აშანტაჟებდნენ, რომლებსაც პოლიციისთვის არ მიუმართავთ“, - უყვება წყარო „რეზონანსს“.    

უწყებაში კი აცხადებენ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულების მომართვის შემდეგ, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება მოკლე დროში უზრუნველყო, რის შემდეგაც მოხდა ბრალდებულების დაკავება და მათთვის ბრალდების წარდგენა.

„ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში მცხოვრები, 1978 წელს დაბადებული ზ.ც., 2014 წლიდან 2022 წლის ზაფხულამდე პერიოდში დაზარალებულთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და ასევე, დაზარალებულის ინფექციური დაავადების შესახებ ინფორმაციას ფლობდა. აღნიშნული კი პირადი ცხოვრების საიდუმლოს წარმოადგენდა. ზ.ც.-მ 2022 წლის ზაფხულში, დაზარალებულის საერთო ნაცნობთან და 2023 წლის მარტის თვეში, სოციალური ქსელის პირად გვერდზე, დაზარალებულისგან თანხმობის გარეშე, მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია უკანონოდ გაავრცელა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 159 მუხლებით (პირადი მიმოწერის საიდუმლოს დარღვევა) გრძელდება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×