ელზა პაპოშვილი
22.05.2023

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლლეობა - ტაქსის მძღოლი ჯერ თბილისიდან გაიტაცეს, შემდეგ მოკლეს, ცხედარი საბარგულში მოათავსეს  და ცხედარი ქვემო ქართლში მინდორში დამარხეს. ამის შემდეგ, მათ ავტომობილს „იანდექს“  ტაქსის სტიკერები მოაცილეს და ავტომობილი ადგილობრივს მიყიდეს. დაკავებულთა შორის კი ერთ-ერთი არასრუწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყეს, რაც დამამძიმებელ გარემოში მკვლელობას გულისხმობს. 

54 წლის შოთა ლორიას მკვლელობის ფაქტზე ორი პირია დაკავებული. მესამეს კი ამ დრეომდე ეძებენ. ლორია სამმა მოქალაქემ თბილისში გააჩერა და სოფელ მარაბდის მისადგომებთან წაყვანა სთხოვეს. როცა სოფელს მიუახლოვდნენ, მათ მძღოლს ავტომობილის შეჩერება სთხოვეს. ავტომობილის გაჩერებისთანავე კი მას თავს დაესხნენ, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შემდეგაც ცხედარი საბარგულში მოათავსეს.  სოფელთან მდინარესთან მინდორში  დამარხეს. მას შემდეგ  რაც ლორიას ოჯახის წევრები ვეღარ დაუკავშირდნენ, მათ მამაკაცის ძებნა დაიწყეს.     

„რაც გავიგეთ ის არის, რომ კაცი მოუკლავთ, ტაქსისთვის სტიკერები აუცლიათ და სოფლის მცოხვრებს მიყიდეს. ერთი არის არასრულწლოვანი, მეორე სრუწლოვანი და მესამე მიმალვაშია. მას პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. როგორც ვიცით, ცხედარი სადღაც მდინარისკენ მინდორში დაუმარხიათ. 

„თბილისში გაუჩერებიათ და იქიდან მოჰყავდა. გზაზე უთქვამთ, ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება გვინდა და გააჩერეო. ამ კაცმაც გააჩერა, რა აზრზე  მოვიდოდა. ხოდა თავს მაშინ დასხმიან. შემოაკვდათ, ფული უნდოდათ თუ თავიდანვე მკვლელობა განიზრახეს, ალბათ გამოძიება დაადგენს. რეალურად მკვლელობის  მოტივი ჯერ არავინ იცის. 

„კაცი რომ ოჯახს აღარ დაუკავშირდა და არც სამსახურში კონტაქტზე აღარ გავიდა, ძებნა დაიწყეს. ამის შემდეგ ატყდა ამბავი. პოლიციამ ძებნა დაიწყო და ბოლოს ვინ ჩაუჯდა, როგორ, იპოვეს. თავადვე დაკავებულებს მიუთითებიათ სადაც დამარხეს“,-ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×