ელზა პაპოშვილი
11.05.2023

„მთავარი არხის“ ყოფილი ტელეწამყვანი, ლაშა ნაკაიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ წაყენებულ რამდენიმე ბრალდებაში გაამართლა. საუბარია გაუპატიურებაზე, ოჯახურ ძალადობასა და გავრცელების ნაწილზე. მას მსჯავრი დასდო მხოლოდ მუქარის ნაწილში, რაც ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ყოფილი ტელეწამყვანი 9 თვეა დაკავებულია და ის საპატიმროს სამ თვეში დატოვებს.  

გამოძიების ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.  

ბრალდებულის ადვოკატი  ლალი ბიბილეიშვილი ამბობს, რომ  მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან განაჩენის საფუძველი და მტკიცებულებები რელურად არც არსებობდა. 

„ლაშა ძალიან გახარებული და ბედნიერია, რადგან სიმართლე დადგინდა და  მისი უდანაშაულობა დამტკიცდა. მას სასამართლომ გაუპატიურების, ოჯახურ ძალადობასა და გავრცელების ნაწილში გაამართლა. მსჯავრი დასდო მხოლოდ მუქარის ნაწილში, რომელიც ითვალსიწინებს ერთ წლამდე პატიმრობას, სწორედ ეს ერთი წელი მიუსაჯა, თუმცა ლაშა ნაკაიძე საპატიმროს 3 თვეში დატოვებას.  

გამართლების საფუძველი ნამდვილად გგვქონდა, რადგანაც ლაშა ნაკაიძეს დანაშაული არ დამტკიცდა ექსპერტიზებით და მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.  ეჭვი არ მეპარებოდა მის უდანაშაულობაში და ვიზეიმეთ გამარჯვება,“ - განაცხადა ადვოკატმა ლალი ბიბილეიშვილმა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×