ელზა პაპოშვილი
10.05.2023

პოლიცია ამ დრომდე ეძებს 45 წლის კაცს, რომელიც  34 წლის ქალზე სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. პოლიცია სავარაუდო დამნაშავის კვალზე, ჯერ  ვერ გადის. სამართალდამცველები მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.  

როგორც ქალის ახლობლები ყვებიან, 45 წლის კაცმა სავარაუდო დაზარალებული ქალი, რომელიც მისი მეზობელია, საკუთარ სახლში შეიტყუა, უთხრა, რომ მის მწოლიარე დედას დახმარება სჭირდებოდა. რა დროსაც, სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალზე  სექსუალური ძალადობა სცადა. ქალმა მას წინააღმდეგობა გაუწია და თავის დაღწევა მოახერხა. მომხდარის შესახებ კი ოჯახს აცნობა. მამაკაცი ამის შემდეგ სახლიდან გაიქცა და მას პოლიცია უკვე რამდენიმე დღეს ეძებს. 

ირკვევა, რომ 45 წლის კაცი, ქალზე სავარაუდო ძალადობაში, ადრეც იყო შემჩნეული.  სავარაუდო მსხვერპლს კი ამ თემაზე საუაბრი არ სურს. მას ჭრილობები აქვს მიღებული მაშინ, როდესაც ის სავარაუდო მოძალადისგან თავის დაღწევას ცდილობდა. ქალს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.   

„დაუძახია და უთქვამს დედაჩემია ცუდად და იქნებ მოხვიდე დამეხმაროვო. ეს გოგოც შესულა და სწორედ ამ დროს უცდია ძალადობა. ქალმა წინააღმდეგობა გაუწია და დაზიანებები აქვს. ჭრილობები და დაჟეჟილობები აღენიშნება სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. როგორც ამბობენ, მსგავსი მცდელობა ადრეც ჰქონია და რაღატომ ენდო და შეყვა რთული სათქმელია. ან ერთხელ რომ ასეთი რამ გაბედა, სათანადო პასუხი უნდა მიეღო. რომ დაფარეს ამბავი, მერე ისევ იგივე იკადრა. სახლიდან გაიქცა და იმის მერე აღარავის უნახავს. სად წავა, იმედია დააკავებენ“,-ამბობს მეზობელი. 

ბრალდებულის დედამ კი პოლიციას ჩვენება უკვე მისცა. ამბობს, რომ მისთვის უცნობია, თუ სად არის მისი შვილი. 

"რამ გადაუტრიალა ტვინი არ ვიცი. ადრეც იყოც მსგავსი ფაქტი, ქალს ძროხა რომ დაეკარგა, მარა მაშინ მოწყობილი იყო ის ფაქტი. ახლა რა და როგორ მოხდა არ ვიცი. ამბობენ იძალადაო და მე არ ვიცი სად შეიძლება იყოს". - ამბობს ბრალდებულის დედა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×