ელზა პაპოშვილი
02.05.2023

სროლა და დაჭრა თბილისში - ნაძალადევის რაიონში, ფიროსმანის ქუჩაზე კაცი დაჭრეს, ხოლო თავდამსხმელი, რომელიც გაქცევას ავტომობილით ცდილობდა, ავტობუსს შეეჯახა. მიუხედავად ამისა, მან გაქცევა მაინც მოასწრო და პოლიცია ახლა მის დასაკავებლად სამძებრო საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს. 

ყველაფერი კი შუადღის საათებში მოხდა. თვითმხილველებმა დაინახეს, რომ სახლიდან გამოსული კაცი, რომელიც ავტომობილში უნდა ჩამჯდარიყო, თავადსხმის მსხვერპლი გახდა. მას დიდი სისწრაფით მომავალი „ჯიპის“ მარკის ავტომობილიდან მიუახლოვდნენ და სროლა დაუწყეს. კაცმა თავს გაქცევით უშველა, თუმცა მას ტყვია ხელში და ზურგში მოხვდა. 

ადგილობრივები იმასაც ყვებიან, რომ მამაკაცი, რომელიც დაჭრეს, რუსული სანომრე ნიშნის  მქონე ავტომობილში ცდილობდა ჩაჯდომას, მაგრამ ვერ მოასწრო. თუმცა ამბობენ, რომ მამაკაცი რუსი არ არის და ის ქართულად საუბრობდა. ვარაუდობენ, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველია. ადგილობრივებს ეჭვი ქვთ, მომხადრი შურისძიებას უკავშირდება, თუმცა არ აკონკრეტებენ რას. 

დაჭრილი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და მას ოპერაცია ჩაუტარეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

„შემთხვევა ფიროსმანის 6 ნომერთან მოხდა. კაცი სახლიდან გამოვიდა და საცხოვრებელი სახლის წინ, დიდი სისწრაფით ავტომობილი მიუხალოვდა, შავი ფერის „ჯიპი“. დაბრული იყო  და იქიდან ცეცხლი გაუხსნეს. მიმავალი მანქანიდან, 3-ჯერ ესროლეს. 

„კაცი მიხვდა, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა მის თავს და სახლისკენ გაიქცა. გაქცეულს ერთი ხელში მოარტყეს და ორი ზურგში. სახლში შესვლა მოასწრო. გამოიძახეს სასწრაფო და პოლიციაც მოვიდა. ასე ოთხი იქნებოდა დაწყებული. 

„რუსული სანომრე ნიშნები ჰქონდა ამ კაცის ავტომობილს, სადაც ჯდებოდა. იფიქრა ალაბთ ავტომობილში ჩამცხრილავენო და სწორად მოიქცა, რომ გაიქცა. ქართველიაო თქვეს და რუსი არაა. სავარაუდოდ, რუსეთიდან არის ჩამოსული და სახლის წინ ელოდნენ. თქვეს, რომ დამნაშავეები გაქცევისასა გზაზე ავტობუსს დაეჯახნენ. მაგრამ მაინც შეძლეს გაქცევა. მოკლედ, ამერიკულ ფილმებში რომაა, ისეთი სცენა  იყო“, - ყვება „რეზონანსთან“ ქუჩის მცოხვრები.  

ავტობუსის მძღოლი კი მედიასთან  ამბობს, რომ „ჯიპი“ შეეჯახა და გაიქცა, თუმცა არ იცის, იგივე მანქანიდან ისროლეს, თუ არა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×