ელზა პაპოშვილი
06.04.2023

მამისა და მამინაცვლის მხრიდან სავარაუდო გაუპატიურების ორი შემთხვევა კახეთში - საქმეში 15 და 14 წლის ბავშვები ფიგურირებენ. შემთხვევა სხვადასხვა სოფლებში მოხდა და პოლიციამ ორივე მამაკაცი ცხელ კვალზევე დააკავა. 15 წლის გოგონას შემთხვევაში, რომელზეც გამოძიების მტკიცებით მამა ძალადობდა, სკოლის დირექტორმა შეატყბინა. სავარაუდოდ, სკოლის ადმინისტრაცია ეჭვობს, რომ გოგონაზე ძალადობის შესახებ მისმა ოჯახის წვერებმაც იცოდნენ და ფაქტს მალავდნენ. 

ახლა გამოძიება ცდილობს დაადგინოს იცოდა თუ არა მომხდარის შესახებ დედამ. გაუპატიურების ბრალდებით გოგონას 50 წლამდე მამაა დაკავებული. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 137-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის გაუპატიურებას. 

ასევე კახეთში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი გახდა ცნობილი - საუბარია მამინაცვლის მხრიდან 14 წლის მოზარდის გაუპატიურებაზე. საქმეზე სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზეა დაკავებული. შსს ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 137-ე და 11 პრიმა 138-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის გაუპატიურებას და ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას. 

 რაც შეეხება 15 წლის გოგონას, რომლის გაუპატიურებასაც გამოძიება მამას ედავება, ის ახლა ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მომხდარზე ინფორმაცია აქვთ ადგილობრივებსაც, რომლებიც შოკირებულები არიან და ამბობენ, რომ მომხდარი  დანაშაულის შესახებ მაშინ შეიტყვეს, როცა პოლიციამ კაცი  დააკავა. 

„ბავშვი სკოლას ხშირად აცდენდა. გვეუბნებოდნენ, რომ ვირუსები ჰქონდა და სკოლაში ვერ მივიდოდა. ამ ყველაფერს სისტემატიური სახე როცა მიეცა დავეჭვდით.  რაღაცა საუბრები იყო, მაგრამ მხოლოდ ჭორის დონეზე. დაუზუსტებელი ინფორმაცია ბავშვზე შესაძლო ძალადობის შესახებ. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ინფორმაცია პოლიციისთვის მიგვეწოდებინა. ჩვენი მოვალეობაა, რომ ყველაფერი გადავამოწმოთ და ბავშვი დავიცვათ. გამოძიება მიმდინარეობს და ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა“,-აცახდებენ სკოლის ადმინისტრაციაში. 

სოფელში, მამის მხრიდან 15 წლის შვილზე შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე რამდენიმე დღის წინ გაიგეს ადგილობრივებმა. მათ მეტი ინფორმაცია არა აქვთ, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ გოგონაზე მამის მხრიდან სექსუალური ძალადობა სისტემატიური  ხასიათის ყოფილიყოს. 

"რაც ვიცით, ისაა, რომ კაცი შვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ცოლი  გურჯაანში საავადმყოფოში ყოფილა, ბავშვი ჰყოლია იქა და ამ კაცს უძალადნია. მეორე დაც ყოფილა იქ იმასაც დაუნახია, რომ აუპატიურებდა. გამოვიდა მერე ეგეთი ამბავი. რომ გაიგეს დაიჭირეს, წაიყვანეს ეს კაცი. ის გოგო კიდევ ცოლი საავადმყოფოში წევს," - ამბობს ადგილობრივი.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×