ელზა პაპოშვილი
01.04.2023

სისხლიანი გარჩევა თუ უბედური შემთხვევა წყალტუბოში, რომელიც ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე ორი ადამიანის მკვლელობით დასრულდა. რესტორან  „კვამლში“, მეგობრებს შორის დაწყებული კონფლიქტი, ქუჩაში ჩხუბით გაგრძელდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რესტორიდან გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ისინი ეზოში გაჩერებული ავტომობილისკენ წავიდნენ, რა დროსაც კონფლიქტი კიდევ უფრო  გამწვავდა. ხოლო სიტუაციის განმუხვტის გამო, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ იარაღი ამოიღო და ჰაერში გაისროლა, რის შედეგადაც  2 ადამიანი  სასიკვდილოდ დაიჭრა.    

გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცმა, რომელმაც ჰაერში გაისროლა ფინანსთა სამინისტროს ყოფილი  თანამშრომელია. მას იარაღი საკუთარ სახელზე ჰქონდა გაფორმებული. ხოლო ერთ-ერთი გარდაცვლილი ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელია. თვითმხილველები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ადგილი უბედურ შემთხვევას ჰქონდა და მამაკაცს მეგობრების მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი  ახალგაზრდების შელაპარაკება, სამწუხაროდ მკვლელობით დასრულდა.   

„შემთხვევა ღამის 2 საათზე მოხდა. რესტორანში 3 მეგობარი იმყოფებოდა. მშვიდად და წყნარად საუბრობდნენ, არაფერი კონფლიქტი რესტორნის შიგნით არ ყოფილა. ღამე გამოვიდნენ რესტორნიდან და კამათი სწორედ ეზოში დაიწყეს. გარდაცვლილებს მოსვლიათ სიტყვიერი შელაპარაკება,  მესამემ კი სიტუაციის გასანეიტრალებლად, რომ იქნებ მოჩხუბარი მეგობრები დავაწყნაროვო, იარაღიდან ერთხელ თუ ორჯერ ჰაერში გაისროლა. სწორედ ამ დროს ორივე მათგანი დაეცა. სავარაუდოდ, ტყვია მოხვდა რაღაცას,  რამაც აისხლიტა და ორივე მათგანი სასიკვდილოდ დაჭრა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ მათი გადარჩენა ვერ მოხდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ფინანსთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ყოფილა. მას რეგისტრირებული იარაღი ჰქონდა. საშინელ დღეში იყო თავადაც და პოლიციას ადგილზევე ჩაბარდა. ერთ-ერთი მოკლული კი ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ვასილ მებურიშვილია. ის წლების წინ მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა“,-ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“.   

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×