ია აბულაშვილი
31.03.2023

1990 წლის ოქტომბერში ეროვნული მოძრაობიდან მოსული ხელისუფლების წინაშე ბევრი პრობლემა იდგა, უნდა გარკვეულიყო სსრ კავშირის მემკვიდრეობის საკითხი და დაჩქარებულიყო დიპლომატიური მუშაობა საერთაშორისო არენაზე მას შემდეგ, რაც ქვეყანა დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. ქართველ ხალხს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე - სურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა.

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი. რეფერენდუმის შეკითხვაზე - „ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრვი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

31 მარტის რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის იურისდიქციის ქვეშ არსებულ მთლიან ტერიტორიაზე. აფხაზეთში რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61%-ზე მეტმა ამომრჩეველმა. ცხინვალში რეფერენდუმის კითხვას დადებით პასუხი გასცა 100 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა.

საქართველოს კონსტიტუციაში წერია: „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდენის აქტით."

31 მარტის რეფერენდუმი რჩება მტკიცე იურიდიულ არგუმენტად და ნებისმიერი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი საქართველოს მიმართ იქნება ბათილი, თუ იგი არ გაითვალისწინებს 31 მარტის რეფერენდუმით ჩამოყალიბებულ სამართლებრივ რეალობას. საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველო აღიარა იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც ის იყო, სანამ ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები იმავე დღეს ლეგიტიმურად ცნო აშშ-ის კონგრესმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×