ელზა პაპოშვილი
07.03.2023

სისხლიანი გარჩევა ახმეტაში -  44 წლის მამაკაცს ჭრილობები ფეხის არეში მიაყენეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან,  ბექა ონიაშვილისთვის  ფულის გამოძალვას ცდილობდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება კი სისხლიან ანგარიშსწორებად იქცა. დაჭრილი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. ადგილობრივების ინფორმაციით, ონიაშვილს ახმეტაში მცხოვრები ძმები  თიღილაურები დაუპირისპირდნენ.    

დაშავებულია კიდევ 2 ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ, დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდნენ. 

ონიაშვილის ახლობლები მომხდარზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს იარაღი თავად გაუვარდა, რა დროსაც ფეხში დაიჭრა. 

ბექა ონიაშვილი ბიზნესითაა დაკავებული. ამიტომაც ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ სწორედ კონფლიქტი ფულის გამო მოხდა.  

„ზუსტად არავინ იცის რა მოხდა. მისი ახლობლები აცხადებენ, რომ ფეხში იარაღი თავად მოირტყა, რადგან გაუვარდა. არადა, როგორც ხმები ვრცელდება, მას კონფლიქტი ძმებ თიღილაურებთან მოუვიდა. ეხებოდა ეს მის ბიზნეს საქმიანობას თუ არა, არ ვიცით. საუბარია, რომ მას რაღაც ფულს სთხოვდნენ. მისთვის გამოძალვა უნდოდათ თუ მისაცემი ჰქონდა, ეს არ ვიცით. 

„არიან თვითმხილველებიც, რომლებიც ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებენ. როგორც ვიცით, პოლიციაში დაკითხვები მიდის, მაგრამ ზუსტად რა მოხდა, არავინ ამბობს. ახმეტაში და კახეთში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტები აქვს მის კომპანიას მოგებული. ამიტომ რა მოხდა და რის გამო იყო ეს დაპირისპირება, ზუსტად თქმა ყველას უჭირს. თუმცა შიდა საუბრებში ამ ვერსიაზე ლაპარაკობენ“, - უყვება წყარო „რეზონანსს“ ახმეტიდან.

პლიციამ კი გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - 120-ე, სხეულის მსუბუქი დაზიანება და 236-ე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×