ელზა პაპოშვილი
06.03.2023

სროლა თბილისში - საღამოს საათებში "დელისის" მეტროსთან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი ბიზნესმენი ალეკო გამჯაშვილია. ის იმ  ბიზნესობიექტის მეწილეა, სადაც თავს დაესხნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ შენობიდან გამოსულ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა, მოულოდნელად 5-მდე ტყვია ესროლეს. 

თავდამსხმელი კი ადგილიდნ გაიქცა. თუმცა მისი  დაკავება პოლიციამ მალევე შეძლო. არსებობს  ვარაუდი, რომ შესაძლოა მეორე თავდამსხმელიც იყო, თუმცა, ამ ეტაპზე სამართალდამცველებმა მხოლოდ ერთი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას შენობის დაცვის თანამშრომელმა ესროლა, თუმცა, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.  

"ხუთამდე  გასროლის ხმა გავიგეთ და რომ გავიხედეთ, დაბლა კაცი იწვა. იძახდა - მიშველეთ დამჭრესო. ხალხი გაიქცა და ნახეს ფეხებშიჰქონდა ნასროლი. ადგილზე სასწრაფო დახმარება და პოლიცია უსწრაფესად მოვიდა. პოლიცია თავდამსხმელსაც კი დაედევნა და ეძახდა გაჩერდიო. 

“როგორც ამბობენ, ორნი იყვნენ. ერთი იქით გაიქცა, მეორე აქეთო. სხვადასხვა მიმართულებით გარბოდნენ. ამ კაცს ვიცნობდით, როგორც ვიცი აქაურობის მეწილეა. სწორედ თავისი ობიექტიდან გამოვიდა. იქ მოუვიდა კამათი თუ რა მოხდა,  არ ვიცით. ზოგმა თქვა დაცვის თანამშრომელმა ესროლაო. პოლიცია მისდევდა და დაუჭერიათ. წარმოდგენა არ გვაქვს რა უნდა მომხდარიყო. გამარჯობა, გაგიმარჯოთი ვიცნობით. არაა ცუდი კაცი და რა მოხდა გაირკვეევა“,-ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×