ელზა პაპოშვილი
04.03.2023

11 წლის გოგონა ამტკიცებს, რომ მასზე მამინაცვალი თვეების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, დედის მხრიდან კი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი არაერთხელ გახდა. შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა. პოლიციამ გოგონასა და მისი 8 წლის ძმის ჩვენების საფუძველზე 30 წლის მამინაცვალი და 50 წლის დედა დააკავა. სასამართლომ ქალი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მამაკაცი კი წინასწარ პატიმრობაში რჩება, ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.  

ასევე გოგონა ამბობს, რომ დედა მასზე იმ მოტივით ძალადობდა, რომ მამინაცვლის  შესახებ ჩვენება შეეცვალა და ეთქვა, რომ ამბავი გამოიგონა. 

11 წლის მოზარდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. მის ნათქვამს 8 წლის ძმაც ადასტურებს, რომელიც ყვება, რომ მან დაზე ძალადობის ფაქტები როგორც მამინაცვლის, ასევე დედის მხრიდან საკუთარი თვალით იხილა. სოციალურმა სამსახურმა და-ძმა უსაფრთხო ადგილას გაიყვანა. დედას შემაკავებელი და დამცავი ორდერები აქვს გამოწერილი.

მეზობლები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც ადგილზე პოლიცია და სოციალური სმასახური დაინახეს. მათთვის უცნობია ვინ შეატყობინა პოლიციას. 

„რაც ვიცით ისაა, რომ მოზარდი მამინაცვლის მხრიდან თვეების განმავლობაში სექსუალურ, ხოლო ბიოლოგიური დედის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. გოგონა შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. დედასთან, მამინაცვალთან და 8 წლის ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ქალი 50-წლამდე იქნება და მამინაცვალი ასე 30 წლის ალბათ.

„სახლიდან კონფლიქტის ხმა ან ხმაური არ გაგვიგია. ბავშვები ამბობენ, რომ ძალადობის მსხვერპლი იყვნენ - დედა სცემდათ, მამინაცვალი კი გოგონას აუპატიურებდა. არ ვიცოდით ასეთი შემზარავი ამბავი თუ ხდებოდა. 

„დედა გირაოთი გაათავისუფლეს და ამბობს - უდანაშაულოები ვართო. ბავშვები ასეთ რამეს რატომ მოიგონებდნენ?! წარმოუდგენელია. ქალი ქმრის დაცვას ცდილობდა და გოგონას ჩვენების შეცვლას აიძულებდა. როგორც ვიცი, ის ამიტომაც დააკავეს. ბავშვები სახლიდან სოციალურმა სამსახურმა წაიყვანა. არ ვიცით მათი მამა სად არის და ბავშვებს რატომ არ აქცევდა ყურადღებას“, - ყვება მეზობელი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×