ნაზი ბერიძე
17.02.2023

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, უამინდობა 23 თებერვლამდე გასტანს, 23-ის მერე კი გამოდარებას უნდა ველოდოთ.

„დღეს ახლა თითქმის ყველგან შეწყდა ნალექი, აქა იქ შემორჩა, მაგრამ პრობლემები, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ჯერ ნარჩუნდება, იმიტომ რომ დასავლეთ საქართველოში ძლიერი თოვლი მოვიდა, დღესაც თოვდა, დილით დღის პირველ ნახევარში. დღევანდელი დილის მონაცემებით, თოვლის საფარი შექმნილია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში 47 სმ, ზესტაფონში 45 სმ, მთა საგურეთზე მეტრ ნახევარი, ხულოში 2 მეტრამდეა თოვლის საფარის სიმაღლე, შოვში 45 სმ და მესტიაში 38 სმ.

აღმოსავლეთში ისე არ თოვდა, როგორც დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, მაგრამ აქაც არის პრობლემები, რადგან ქარბუქია, რაც ხილვადობას აუარესებს და იქმნება პრობლემები საავტომობილო გზებზე, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში.

გუდაურში 61 სმ-ია თოვლის საფარის სიმაღლე, ბაკურიანში 37 სმ და ფასანაურშიც თოვლია. საკმაოდ ცივი ჰაერის მასებია გავრცელებული მთელი საქართველოს მასშტაბით.

ხვალიდან დღის ტემპერატურა ცოტას მოიმატებს, და ზეგიდან, ჩვენ დღეს ისევ გავავრცელეთ გაფრთხილება, 19-იდან 23 თებერვლის ჩათვლით, ისევ ველოდებით ნალექს. დაბლობში და ბარში წვიმის სახით იქნება ნალექი, მთაში კი კვლავ მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ზვავსაშიშროება და საავტომობილო გზებზე ლიპ-ყინული. რა თქმა უნდა, ისევ შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა. ამას კიდევ დავუმატებ, რომ დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შეიძლება მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს და მთიან რეგიონში მეწყრული პროცესები გააქტიუროს. ხვალ გამოიდარებს ცოტათი, მაგრამ ზეგიდან 23 თებერვლამდე საქართველოში აქა იქ მოსალოდნელია ნალექი, 23 თებერვლიდან კი უნდა გამოიდაროს," - აღნიშნა „რეზონანსთან" სვეტლანა ნიორაძემ.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×