ელზა პაპოშვილი
03.10.2022

შემზარავი მკვლელობა  თბილისში - ზესტაფონის ქუჩაზე  65 წლის დავით შერბაკოვი საკუთარმა მეზობელმა მოკლა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მამაკაცს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეზობელმა 39 ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. მეზობლებმა დაპირისპირების მიზეზზე არაფერი იციან, თუმცა ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულს გარკვეულის ფსიქიკური პორბლემები ჰქონდა. ის ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელი იყო და სიმთვრალეში კონფლიქტური ხდებოდა. 

მკვლელობაში ბრალდებულს დავით შერბაკოვი ქუჩაში შეხვდა. ის სამსახურიდან სახლში მიდიოდა, რა დროსაც მეზობელმა შეიპატიჟა და დალევა შესთავაზა. ნასავმ მდგომარებაში მყოფებს კი, სავარაუდოდ, კონფლიქტი მოუვიდათ, რის შემდეგაც მასპინძელმა შერბაკოვი ცივი იარაღით დაჩეხა. 

მოგვიანებით მან მოკლული მეზობელი სახლიდან გამოიტანა და სხვა ქუჩაზე კვალის დაფარვის მიზნით დატოვა. 

„მეზობლები და ერთად დაზრდილები იყვნენ. ამ კაცს  გარკვეული პრობლემები ჰქონდა - როცა დალევდა კონფლიქტური იყო. რას წარმოიდგენდა, რომ ბავშვობის მეგობარი მოკლავდა. 

„დათო სამსახურიდან მოდიოდა და ეს ქუჩაში შეხვედრია. უთქვამს, წამოდი ერთი ჭიქა დავლიოთო. ამასაც ხათრი ვერ გაუტეხია და წაყოლია. 

„სახლში მხოლოდ ორნი იყვნენ, კაცმა არ იცის რაზე იჩხუბეს. ამას მაგიდიდან დანა აუღია და დანით დაუჩეხია. 39 ჭრილობა აქვს მიყენებული. რა მოელანდა და რა ეგონა არავინ იცის. კაცი ასე უმიზეზოდ დაჩეხა. 

„მერე ოჯახმა ძებნა დაიწყო. თურმე სახლში ჰყოლია დამალული. რომ დაინახა, რომ ოჯახი და მეზობლები ვეძებდით, კვალის დაფარვის მიზნით საღამოს სახლიდან მიცვალებული გამოიტანა და სხვა ქუჩაზე წაიღო. მეზობლებმა უკვე გარდაცვლილი  იპოვეს. 

„პოლიცია მის კვალზე მალევე გავიდა. სავარაუდოდ, კამერის და ტელეფონის ანძის ამონაწერებით დაადგინეს ბოლოს სადაც იყო. კაცი მოკლული სახლში ჰყავდა და არხეინად ქუჩაში კატას დაასეირნებდა. ჩვენ  ვეძებდით და ვითოამაც არაფერი, ისე დადიოდა“, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×