ელზა პაპოშვილი
07.09.2022

ბურუსით მოცული გარდაცვალების ფაქტი წყალტუბოში - 33 წლის თეონა შენგელია საკუთარ სახლში ნახევრად დამწვარი იპოვეს, არსებობს ეჭვი, რომ მას დამწვრობამდე ბლაგვი საგნით დაზიანებებიც მიაყენეს. ახალგაზრდა ქალი წყალტუბოს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მძიმე დამწვრობით შეიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის სავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.  დამწვრობები აქვს მისსავე ქმარს, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. რა მოხდა სახლში, სადაც ცოლ-ქმარი 5 შვილთან ერთად ცხოვრობდა, ამ დრომდე უცნობია. 

თუმცა, არსებობს 2 ვერსია, რომელსაც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან. ისინი ამბობენ, რომ ერთი ვერსიით წყვილს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ქმარმა ცოლს ჯერ ბენზინი გადაასხა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა, რა დროსაც თავადაც დაშავდა. მეორე ვერსიით კი სახლში ბენზინი აალდა და ცოლ-ქმარი ასე დაიწვა. ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს და მეზობლების გამოკითხვა ხდება. შენგელიების ოჯახში დატრიალებული უბედურების ირგლივ ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს და დამატებით კითხვებზე პასუხს ექსპერტიზა გასცემს. 

„ქალი, რომ შევედი და ვნახე, შიშველი იყო და დამწვარი. დაფუფქული იყო საერთოდ. გონზე იყო და ლაპარაკობდა. ქმარსაც ხელები დამწვარი ჰქონდა. ბავშვებიც სახლში იყვნენ, მაგრამ, რა მოხდა, არ ამბობენ. სასწრაფო რომ მივიდა, ქალს რაღაცა მიასხეს, რომ დამწვრობაზე გაეგრილებინათ. ძალიან მძიმე დღეში იყო, გული მომიკვდა.  

„გოგო შეშინებული იყო, არ ამბობდა რა მოხდა. ყვიროდა მცივა და რატომ მცივა არ ვიციო. ბავშვები სიმართლეს არ ამბობენ. არ გამოვრიცხავ, რომ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი მოხდა, კაცმა ქალს ჯერ ბენზინი გადაასხა და შემდეგ ცეცხლი მოუკიდა. ამიტომ ბავშვებიც შოკში არიან და მამის შიშით ამბავს მალავენ. 

„ასე ბენზინი რანაირად აალდა და ქალს მოეკიდა, საეჭვოა. სასწრაფო უკვე გამოძახებული იყო, ვინ გამოიძახა, არ ვიცით. რეალურად რა მოხდა, არავინ ამბობს“,-ამბობს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×