ელზა პაპოშვილი
06.09.2022

ლუდზე დასმული კითხვის გამო დაწყებული ჩხუბი, რომელიც მკვლელობით დასრულდა. ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში დავით ქიტესაშვილი 27 წლის ნიკო ნინესაშვილმა  მუცლის არეში სუფრასთან დაჭრა. მას ჭრილობები თვითმხილველების თვალწინ  მიაყენა. მამაკაცს ადგილობრივებმა  სისხლდენა ვერ შეუჩერეს, მისი დახმარება ვერც ადგილზე მუსლმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ვერ შეძლეს.  ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.    

თანასოფლელს დანა სუფრის ერთ-ერთი წევრის შვილმა დაარტყა.

„რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, რომ სავარაუდო მკვლელი მამასთან ერთად თანასოფლელებთან ერთად ქეიფობდა. დაპირისპირება კი გარდაცვლილსა და სავარაუდო მკვლელის მამას შორის ლუდზე დასმულ კითხვას მოჰყვა. ქიტესაშვილმა მამაკაცს ჰკითხა ლუდი, რომელსაც სვამდნენ, ნისიად წამოიღო თუ იყიდა. ამის გამო კი მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 

საქმეში 27 წლის ნიკა  ნინესაშვილიც ჩაერთო. ის სუფრასთან მსხდომმა თანასოფლელებმა სახლიდან გააგდეს, თუმცა ცოტა ხანში უკან დანით შეიარაღებული დაბრუნდა და ზურგიდან მიპარვით მამაკაცმა ჭრილობები მუცლის არეში მიაყენა.  

„მამასთან ერთად თანასოფლელებთან ქეიფობდა. იქ მამამისისთვის დავით ქიტესაშვილს უკითხავს - ეს ლუდი  რომ მოიტანეთ, იყიდეთ თუ ნისიად მოგცესო. ამას უთქვამს - შენ რაში გაინტერესებს, დალიე და ჩუმად იყავიო. ამაზე შეკამათნენ. საქმეში ბიჭიც ჩაერია და ჩხუბი დაიწყეს. 

„ბიჭი მაგიდიდან გაუგდიათ. სახლში წავიდა და ცოტა ხანში უკან უკვე დანით შეიარაღებული დაბრუნდა. ზურგიდან თავს მოულოდნელად დაესხა და მუცლის არეში დანით დაჭრა. 

„თავიდან ვერავინ ვერაფერს მიხვდა, ეგონათ, რომ ისე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. ქიტესაშვილმა რომ ყვირილი დაიწყო - დაჭრილი ვარო - მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რომ დანა დაარტყა. 

„მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ხალხი ცდილობდა. სისხლის შეჩერება ვერ მოახერხეს. სასწრაფომ სადღაც ნახევარი საათი დაიგვიანა. რომ მოვიდნენ, კაცი უკვე უგონო მდგომარეობაში იყო. იმდენი სისხლი დაკარგა, რომ გაითიშა. რომ მიჰყვადათ, მაშინ დაიღუპა გზაში“, - აცხადებს ადგილობრივი ილია სახანაშვილი „რეზონანსთან“. 

დაკავებულის ოჯახს მომხდართან დაკავშირებით საუბარი უჭირს, თუმცა მომხდარის სხვა ვერსიას ჰყვებიან. დაკავებულის პაპა ამბობს, რომ მის შვილიშვილს მოკლული დავით ქიტესაშვილი თანასოფლელების თვალწინ  არა ერთხელ გაუსწროდა. ის მას სთხოვდა, რომ თავი დაენებებინა, მაგრამ არ მოეშვა, სახალხოდ აგინებდა, რის გამოც საბოლოოდ კონფლიქტი დაჭრით დასრულდა. 

„ჩემ  შვილიშვილს მაგიდასთან ჩხუბი რომ მოუვიდა, სახლში წამოვიდა, მაგრამ გარდაცვლილმა თავი არ დაანება. გზაზე მოსდევდა და სცემდა. ერთხელ გაექცა, მაგრამ მეორედ ისევ გამოედევნა და სცემა. ბიჭს უთქვამს - თავი დამანებე, ნუღარ მომდევო, მაგრამ არ მოეშვა. მერე დედა უგინებია და ამის შემდეგ ვეღარ მოუთმინა. 

„მკვლელობას არავინ ამართლებს, მაგრამ მომხდარს ხომ მეორე მხარეც აქვს. ძალიან ცუდი რამ მოხდა, მაგრამ ეს არ იყო განზრახული მკვლელობა“, - ამბობს დაკავებული ქიტესაშვილის პაპა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×