თეონა ვეშაგური
01.09.2022

3 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურამ დაბლობში, ბარში და მთიანი რეგიონების ცალკეულ რაიონში, შესაძლოა 38-40 გრადუსს მიაღწიოს. სინოპტიკოსი სვეტლანა ნიორაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად, რის გამოც სიფრთხილე აუცილებელია.

აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში უნალექო ამინდი და მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით, 2-3 სექტემბერს ტემპერატურა +40 გრადუსამდე ავა. მსგავსი პროგნოზა დასავლეთ საქართველოშიც - ოღნდ აქ 1-ელ სექტემბერსაა +40 გრადუსი მოსალოდნელი, 2-3 სექტემბერს კი +39 გრადუსი იქნება.

თბილისში უახლოესი სამი დღე უნალექო და ცხელი ამინდია მოსალოდნელი - ტემპერატურა ღამით +20, დღე კი +39 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსი სვეტლანა ნიორაძე „რეზონანსს" ეუბნება, რომ მაღალი ტემპერატურის გამომწვევი მიზეზი, ე.წ. თბური ტალღებია, რაც 3 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 4 სექტემბრიდან კი წვიმას ელიან.

„ტემპერატურის მკვეთრი ზრდა გამოწვეულია ე.წ. თბური ტალღების მორიგი გავრცელების გამო, რომელიც არ არის მხოლოდ საქართველოში. ევროპის ბევრ ქვეყანაშიც დაფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, რამაც ხანძრები და სიკვდილიანობა გამოიწვია. წლევანდელ ზაფხულს, რამდენჯერმე იყო სითბური ტალღების გავრცელების შემთხვევა, ერთ-ერთმა მოაღწია კავკასიის რეგიონამდეც.

„სწორედ ამის გამო, ნარჩუნდება ხანძრების საფრთხეც, საფრთხის შემცველია ხანძრის პატარა კერაც, რადგან გამომშრალია ნიადაგი. ოდნავი დაუდევრობაც კი ძალიან სახიფათოა.

„მაღალ ტემპერატურას ველით 3 სექტემბრის ჩათვლით, 4 რიცხვიდან შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია. ამის შემდეგ, მოსალოდნელია წვიმა დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში და აღმოსავლეთ საქართველოს გარკვეულ ტერიტორიებზე.

„თუმცა, ჯერ ვერ მოიხსნება ხანძრების პრობლემა, ამიტომ სიფრთხილე აუცილებელია," - განაცხადა სინოპტიკოსმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×