ელზა პაპოშვილი
17.08.2022

შესაძლოა ლილოში შვილის მიერ მოკლული 34 წლის ჟანა ხალიხლოვას საქმის ირგვლივ ახალი დეტალები და ბრალდებულები გამოიკვეთოს. ერთ-ერთი ვერსიის, მკვლელობის მოტივი ვალი იყოს - მისი შვილის მეგობარს ხალილოვასთან ერთად ვალი ჰქონდა აღებული - 120 ათასი ლარი, თუმცა მას ვალის დაბრუნების შესაძლებლობა არ ჰქონდა, ქალი კი მას აშანტაჟებდა და პოლიციაში ჩივილით ემუქრებოდა. მან ამის შესახებ ქალის შვილს უამბო, რის შემდეგაც მკვლელობა დაგეგმეს.

აქედან გამომდინარე, არ არის გამოიცხული საქმის ირგვლივ ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს. პროკურატურა ასევე არ გამორიცხავს, რომ ძიება მოკლული ქალის ყოფილი ქმრითაც დაინტერესდეს, რომელიც ადრე ცოლზე ძალადობისთვის იყო ნასამართლევი. მოკლული ქალის ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა ბიჭი როგორც  მამის, ასევე მისი მეგობრის ზეგავლენის ქვეშ იყო მოქცეული. ის ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეში იმყოფება და ეს საზარელი დანაშაული მამის ან მეგობრის წაქეზებით ჩაიდინა. ან ქალი შვილის მეგობარმა მოკლა, ის კი დანაშაულს იბრალებს. 

17 წლის მოზარდი ჩვენებაში დეტალურად ყვება როგორ დაგეგმა დედის მკვლელობა მეგობართან ერთად. მისი ჩვენების მიხედვით, თავდაპირველად მას და მის მეგობარს ხალილოვას ფანჯრიდან გადაგდება სურდათ, რათა მკვლელობა უბედურ შემთხვევას დამსგავსებოდა. თუმცა ქალმა მათ წინააღმდეგობა გაუწიათ და ამიტომ მისი დანით მოკვლა გადაწყვიტა.

ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება სამედიცინო ექსპერტიზას, რომელმაც შესაძლოა დაკავებულთა შეურაცხადობა დაადასტუროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოზარს და მის მეგობარს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

მოკლული ქალის შვილის მეგობარი, 19 ნამირ რასიბოვი კი ჩვენებაში ამბობს, რომ მას ჟანა ხალილოვასთან ერთად 120 ათასი ლარი ვალის სახით ჰქონდა აღებული. ქალი მას თანხის დაბრუნებას სთხოვდა და წინააღმეგ შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემით ემქურებოდა. სწორედ ამ ფაქტს ასახელებენ მოკლული ქალის ახლობლები დანაშაულის მთავარ მოტივად და ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული მეგობარმა ჟანას შვილი დედის წინააღმდეგ განაწყო და დანაშაულის ჩადენა აიძულა. 

რასიბოვი ჩვენებაში ყვება, რომ ხალილოვასთან ერთი წლის განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდა. ამ ურთიერთობით დაიღალა და მას უთხრა, რომ წასვალ სურდა. ხალილოვამ კი ვალის გადახდა მოსთხოვა და მისი დაშანტაჟება დიწყო. 

„როგორც ეს ბიჭი ჩვენებაში ყვება, ჟანასთან ერთი წლის განმავლობაში ურთიერთობა მქონდაო. ამ ურთიერთობით დავიღალე და მისგან დისტანცირება მსურდაო. მან კი ჩემი შანტაჟი დაიწყო და მითხრა, რომ 120 ათასი ლარი ვალი გვაქვს ერთად გამოტანილი და უნდა გადაიხადოო. წინააღმეგ შემთხვევაში შენს თავს დავაჭერინებო. 

„ეს ბიჭი მივიდა და ამის შესახებ მის შვილს მოუყვა. სავარაუდოდ, ტყუილ-მართალი ერთმანეთში აურია და ბიჭი დედის წინააღმდეგ წააქეზა. ყველაფერში ეს მეგობარია დამნაშავე. სავარაუდოდ, ფულის გადახდა არ უნდოდა და დედის მკვლელობისკენ ბავში ან წააქეცა, ან კიდევ თავად მოკლა და შვილი  იბრალებს“, - ყვება „რეზონანსთან“ მოკლული ქალის ახლობელი.

საქმის მასლებიდან კი ირკვევა, რომ მკვლელობამდე ბრალდებულები 5 დღით ადრე ერთმანეთს მთაწმინდის პარკში შეხვდნენ. 34 წლის ქალის მკვლელობაც იქ დაიგეგმა. გეგმა სისრულეში კი 14 აგვისტოს დილის 4 საათზე მოიყვანეს. 

პროკურორი გიორგი შაიშმელაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებულებს ეს დანაშაული წინასწარ ჰქონდათ განზრახული. პროკურორი ამბობს, რომ მოზარდმა დედას 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა. გამოძიებაში შესაძლოა კიდევ ბევრი  ახალი დეტალი გამოიკვეთოს. 

მოკლული ქალის მეზობლები კი ამბობენ, რომ მათ მკვლელობის ღამეს ქალის ხმა არ გაუგიათ. სახლიდან მხოლოდ მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკა ისმოდა. როგორც საქმის  მასალებით ირკვევა, სახლში ორ ბრალდებულთან ერთად მოკლული ქალის მეგობარიც იყო. გოგონას სხვა ოთახში ეძინა და რადგან მუსიკა მაღალი ხმით იყო ჩართული და  მკვლელობა სამზარეულოში მოხდა, მას არაფერი გაუგია.

არასრუწლოვანის ადვოკატი ზაზა ნაჭყებია კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ 17 წლის მოზარდმა დედის მკვლელობა იმის გამო დაგეგმა, რომ, მისი მტკიცებით, ის ქალისთვის შეუფერებელი არატრადიციული ცხოვრებით ცხოვრობდა. მისი თქმით, ამ საქმეში მამა არაფერ შუაშია და ბიჭმა დანაშაული მეგობართან ერთად დაგეგმა, რასაც ჩვენებაშიც უთითებს. 

„ის მკვლელობის მიზეზად დედის არატრადიციულ და შეუფერებელ პირად ცხოვრებას ასახელებს. ამბობს, რომ ის დაისაჯა, რადგანაც მის მეგობართან ჰქონდა ურთიერთობა. აქ ფულზე და სხვა რამეზე ის არ საუბრობს. რაც შეეხება ფსიქიატრიულ ანალიზს, ის ამაზე თანხმაა და უარს არ ამბობს. ამიტომ დაველოდებით ექსპერტიზის და სპეციალისტების პასუხებს.

„ის ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. თუმცა ყველაფერი დეტალურად ახსოვს და ამას ჩვენებაშიც ყვება“, - ამბობს ადვოკატი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×