ელზა პაპოშვილი
16.08.2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მეზობლის სასტიკ მკვლლეობაში ბრალდებულს მალხაზ ჩივიაშვილს, სასამართლომ 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე მარინე ცერცვაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი 5 ოქტომბერს ჩაინიშნა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 47 წლის მალხაზ ჩივიაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

დაკავებულს გამოძიება საკუთარი მეზობლის, 47 წლის ლევან იაგანაშვილის მკვლელობას ედავება. მოკლულის ოჯახი აცხადებს, რომ მამაკაცს თავს 3 პირი დაესხა, თუმცა პოლიციამ ჯერ მხოლოდ ერთი სავარაუდო დამნაშავე დააკავა. ოჯახის ცნობით, მკვლელობა იმ დროს მოხდა, როდესაც იაგანაშვილი თანასოფლელებთან ერთად სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქეიფობდა. მასთან მივიდნენ მისივე კარის მეზობლები - მალხაზ ჩივიაშვილი, მისი მამა და ძმა, რომლებიც სასტიკად გაუსწორდნენ და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენეს.

მკვლელობის მიზეზად კი წარსულში არსებული დაპირისპირება სახელდება, რომელიც მეზობლებს შორის ეჭვიანობის ნიადაზე დაიწყო. 

მეზობლები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ ჩივიაშვილი მოკლულზე ეჭვიანობდა და მას სოფლის დატოვებასაც კი სთხოვდა. ოჯახი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია კაჭრეთის პოლიციასაც ჰქონდა და მათ  დახმარების თხოვნით მიმართეს, თუმცა სამართალდამცველები მხოლოდ გამოკითხვით შემოიფარგლნენ. საქმე კი საბოლოოდ მკვლელობამდე მივიდა. 

ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს, რომლებიც მოკლულ მამაკაცთან ერთად სუფრასთან ისხდნენ.   

მოკლულის ცოლი ქეთევან იაგანაშვილი „რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ მკვლელობაში სამი პირი - მალხაზ ჩივიაშვილი, მისი მამა და ძმა მონაწილეობდნენ. ამიტომ ის მოითხოვს, რომ მალხაზ ჩივიაშვილთან ერთად ისინიც დააკავონ. იაგანაშვილი ამბობს, რომ მისი ქმარი და ოჯახი დიდი ხანია მეზობლების მუქარისა და ზეწოლის ქვეშ ცხოვრობდნენ. თუმცა მათ დასახმარებლად არაედვინ არაფერი გააკეთა. საბოლოოდ კი სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს და სამმა პირმა უამრავი თვითმხილველის თვალწინ  სასტიკად მოკლა.   

„უკვე დიიდ ხანაი ამ ოჯახის მხრიდან დიდ ზეწოლის  ქვეშ ვცხოვრობდით. კონფლიქტი წარსულში დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩემი ქმარი ცდილობდა, რომ ამ ადამიანებთან დაპირისპირებაში არ შესულიყო. გარეთ გასვლასაც კი ერიდებოდა. თუმცა 13 აგვისტოს ლევანს მოაკითხეს კლასელებმა და საქეიფოდ  წაიყვანეს. 

„10 წუთის დამსხდრები ყოფილან და ეს ბიჭი, მისი მამა და ძმა მივარდნილან იქ დანით და თოხებით. ლევანისთვის დაურტყამთ. ორგან აქვს გადაჭრილი ბარძაყი. მთელი არტერია სისხლისგან დაცლილა, ვერ მიუსწრეს საავადმყოფოში, გარდაიცვალა. ვერცვერავინ აღუდგა ამ ადამიანებს წინ, რომ მისთვის ამ სახის დაზიანებები არ მიეყენებინათ. ამდენი ხალხის თვალწინ, ფაქტიურად, ჩაქოლეს. 

„მუქარები იყო, იმ გოგოს მეუღლემ გარეთ სკამზე დაჯდომა ამიკრძალა, გარეთ ნუ ზის, რომ ვხედავ ვღიზიანდებიო. ერთი-ორი დღის წინ მომიცვივდნენ, ლევანი სმენაში იყო და კარებზე აბრახუნებდა მისი ქმარი. პოლიციაში დაიბარეს ყველა, ვინც იმუქრებოდნენ და გააფრთხილესო, მაგრამ იმის მერე მაინც იმუქრებოდნენ. სამივე დაისაჯონ, მხოლოდ ეს ერთი არაა მკვლელი“, - ამბობს მოკლულის ცოლი ქეთევან იაგანაშვილი „რეზონანსთაან“.  

მისივე თქმით, გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ცხვირი აქვს  ჩამტვრეული, ასევე რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული ბარძაყებში და არტერიები აქვს გადაჭრილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×