ია აბულაშვილი
12.08.2022

ფართომასშტაბიან აქციებს ხალხის მხარდაჭერა და ფინანსები სჭირდება, ოპოზიციას კი არც ერთი ეს აღარ შერჩა, დარჩა მხოლოდ იაფფასიანი „ტრიუკები", რომლებსაც განხორციელება არ უწერია - ასე ეხმაურება აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი ფართომასშტაბიან აქციებსა და ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

ოპოზიცია აანონსებს, რომ შემოდგომაზე ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება, რომლის ლოგიკური დასასრული ხელისუფლების შეცვლა იქნება. „ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ გარკვეული დაძაბულობა შეიძლება იყოს, თუმცა „ყველაფერს გაეცმა პასუხი, რაც მოქალაქეების ინტერესშია".

„რაც შეეხება ხელისუფლების ცვლილებას, მახსოვს, 2014 წლიდან სააკაშვილმა დაიწყო ამაზე საუბარი, რევოლუციური პროცესების გამწვავებაზე. ამის შემდეგ ხან „ცხელი გაზაფხული" გვაქვს, ხან - „ცხელი შემოდგომა", - აცხადებს უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი.

„ფართომასშტაბიან აქციებს სჭირდება დიდი ფული და ხალხის მხარდაჭერა. "ნაცმოძრაობას", მთავარ ოპოზიციურ ძალას, დიდი ხანია, ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, მათ აქციებზე ხალხი კი არა, საკუთარი პოლიტიკოსებიც აღარ დადიან. ვფიქრობ, ფინანსურადაც პრობლემები აქვთ, ბელადი ციხეშია და იაფფასიანი „ტრიუკებით" ცდილობს, პატიმრობას თავი დააღწიოს. პარტია ახალი ლიდერის ძიებაშია, მაგრამ მიშას ჩრდილის ქვეშ ძნელია, იპოვონ. ნიკა მელია რომ ამხელა პარტიის ხელმძღვანელობას ვერ შეძლებდა, იმთავითვე ცნობილი იყო.

„ის, რომ მიშა სააკაშვილი პოლიტიკას დატოვებს, არავის არ სჯერა. რაც დააპატიმრეს, მას შემდეგ ახალ-ახალ ამბებს იგონებს, არაინიარი ზნეობა და პრინციპი ამ კაცს არ გააჩნია, ყველაფერზე დათანხმდება, ოღონდ თავი დააღწიოს. მე მგონი, ხელისუფლებას იმდენი ჭკუა კი ეყოფა, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე ციხიდან არ გაუშვას, მაშინ მართლაც იტყვიან, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. ან რის საფუძველზე უნდა გაუშვან? ამდენი ხალხი გაამწარეს და რას ეუბნებიან იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე ელოდებიან სამართალს. „ოცნება" თუ ამაზე წავა, ელექტორატსაც დაკარგავს და ის ხალხი, რომელიც დღეს გაჩუმებულია, შეიძლება, მართლაც აფეთქდეს. ვირეშმაკობს სააკაშვილი, მისი არც ერთი სიტყვა არ დაიჯერება," - განაცხადა „რეზონანსთან" თემურ ნანეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×