ელზა პაპოშვილი
10.07.2022

თბილისში, უროთი ქმრის მიერ მოკლული 58 წლის ქალი მორიგი მძიმე ფემიციდის სტატისტიკის ნაწილია. მეზობლები მომხდარი მძიმე ფაქტის ახალ დეტალებზე ყვებიან. მათი ინფორმაციით, ქალი ქმარმა მძინარე საწოლში მოკლა, ხოლო ფაქტს მათი ქალიშვილი შეესწრო, რომელიც შეშინებული გაიქცა და ტელეფონზე ძმასთან დარეკვა შეძლო.

სახლში შესულ მეზობლებს კი უმძიმესი სურათი დახვდათ. ქალი საწოლში უკვე გარდაცვლილი იყო და მას თავში რამდენიმე მძიმე ჭრილობა აღენიშნებოდა. 65 წლის კაცმა მრავალწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად, მეუღლე სასიკვდილოდ ერთი ოჯახური კამათის გამო გაიმეტა.

მკვლელობის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს შვილმა მიაწოდა. ზაქრო ვარდიაშვილი დანაშაულის ადგილიდან არ გაქცეულა და ის პოლიციას სახლში ელოდებოდა.

65 წლის კაცმა მკვლელობა იმდენად უხმაუროდ ჩაიდინა, რომ ქალის დახმარება ვერავინ მოასწრო. მეზობლები მამაკაცს დადებით და წყნარ პიროვნებად ახასიათებენ. ამბობენ, რომ მათთვის სრულიად შოკის მომგვრელი ამბავი იყო, როცა გაიგეს, რომ მან ცოლი მოკლა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი, ურო, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ყველაფერი იმდენად უხმაუროდ და მშვიდად გააკეთა, რომ მეზობლებს არც ჩხუბის, არც ხმაურის და კამათი არ გაგვიგია. მშვიდი და გაწონასწორებული კაცი იყო. ისეთი გაოგნებულები ვართ, რომ ამას ვერაფრით წარმოვიდგენდით.

„შვილმა ყველაფერი დაინახა. სახლში შემთხვევის დროს მათი გოგო იყო. კაცი ოთახში შევიდა და მძინარე ქალს თავში ურო ჩაარტყა. ასე უთქვამს - ახლა დედაშენმაც დაისვენოს და შენცო. ვის გულისხმობდა, რა მოხდა, არაფერი არ ვიცით.

„კამათი და აყალმაყალი რომ ჰქონოდა სახლში კიდევ არავის გაგვიკვირდებოდა, მაგრამ ასეთ წყნარი და მშვიდი კაცი ამას თუ იზამდა, ვერ წარმოგვედგინა.

„პოლიციას მშვიდად ასევე სახლში ელოდებოდა. უროც იქვე ყოფილა, რომელიც თავში ჩაარტყა. ჩვენ ეს ყევლაფერი მაშინ გავიგეთ, როცა სახლიდან შვილი გამოვარდა და თქვა, რომ მამა დედა მოკლა. მერე მალევე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაც მოვიდა. ქალი უკვე გარდაცვლილი იყო", - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×