ელზა პაპოშვილი
07.07.2022

48 წლის ელზა ქადაგიშვილი, რომელსაც საბერძნეთის პოლიცია 4 ყაჩაღობასა და 9 ქურდობაში ადანაშაულებს, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. „ობობა“ - ასე დაარქვეს სერიულ მძარცველს  ბერძნებმა, რომელიც მოხუცების მომვლელად მუშაობდა, მათ საკვებში და წყალში ნარკოტიკულ ნივთიერებებს ურევდა და გაბრუებულებს ძარცვავდა. პოლიციამ დუშელი ელზას ფოტოები მედიაში იმ მიზნით გამოქვეყნა, რომ ეჭვობენ, ქალს უფრო მეტი მსხევრპლი ჰყავს და საზოგადოებას მოუწოდებენ თუ მას იცნობენ, პოლიციას დაუკავშირდნენ.  გამოძიებამ  კი დაადგინა, რომ ქალი ან ძალიან ასაკიან ან ძალიან ავადმყოფ მოხუცებს ირჩევდა. გამოძიების ინფორმაციით, ქალი მათ ფაქტიურად სასიკვდილოდ იმეტებდა, რათა არსებობდა  საფრთხე, რომ ისინი ნარკოტიკების მიღების შემდეგ კომაში ჩავარდნილიყვნენ. 

სახლების ძარცვის შემდეგ კი ქალი მოულოდნელად უჩინარდებოდა. ის მოხუცებს სხვა სახელით და გვარით ეცნობოდა, ამიტომაც მისი იდენტიფიკაცია დაზარალებულებს უჭირდათ. საბერძნეთის დაზვერვა მას რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდა. ქალი იმდენად კარგად იყო შენიღბული, რომ მის დასაკავებლად სპეციალურად შექმნილი ჯგუფი მუშაობდა. მისი დაკავების დროს სახლიდან სხვადასხვა სახის ძვირფასეულობა, ანტიკვარული ნივთები, ფული და პლასტიკური ბარათები ამოიღეს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ საქმეში უფრო მეტი დაზარალებული არსებობს, ამიტომაც გამოძიება ამ მიმართულებითაც მუშაობს. 

48 წლის  ელზა ქადაგიშვილი 20 წელია საბერძნეთში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ადგილობრივები  მოხმდარს ვერ იჯერებენ და აბობენ, რომ მათთვის  წარმოუდგენელია ის ბრალდებები, რასაც ქალს ბერძნული პოლიცია უყენებს. თუმცა არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ქალი და მისი ოჯახი მოულოდნელად გამდიდრნენ. ის შვილებს დუშეთში 2-სართულიან სახლს უშენებდა და ასევე რამოდენიმე მანქანა უყიდა. თუმცა ისინი ამას ქალის მრავალწლიან მუშაობას უკავშირებენ. 

„წარმოდგენა არ გვაქვს, რა უნდა მომხდარიყო. რაც ვიცით ისაა, რომ დაკავებულია. ამბობდა, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებდა და იქ მუშაობა აღარ უნდოდა. აქ შვილებს ყველაფერი მოუწყო. ორსართულიან აგარაკს უშენებს. როგორც ვიცი, სულ ახლახან 2 ჯიპი იყიდეს. თუმცა ამაში გასაკვირი არაფერი გვგონია, რადგანაც 20 წელია იქ ცხოვრებს. საკმაოდ ბევრს შრომობდა და პოლიციასთანაც პრობლემები არასდროს ჰქონია. ვიცით, რომ ქმარიც იქ არის წასული. მგონი, ნათესავებიც წაიყვანა და იქ დაასაქმა. ამიტომ წარმოუდგენელია ის ამბავი, რაც ახლა მის თავს ხდება. ოჯახისგან არაფერი ვიცით, მათაც მგონია იმდენი იციან, რაც მედიაში ინფორმაცია ვცრელდება“,-უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ბერძნული მედია კი წერს, რომ პოლიცია გაკვირვებას და გაოცებას ვერ მალავს იმაზე, თუ როგორი სქემით მოქმედებდა ქართველი „ობობა“, რომელიც ამ წლების განმავლობაში მოხუცებს პროფესიონალურად ძარცვავდა. ისინი არც იმას  გამორიცხავენ, რომ მას საქართველოში ან თავად საბერძნეთში თანამზრახველები ჰყავდეს, რომლებიც ოქროს და ძვირფასი ნვითების გასაღებაში ეხმარებოდნენ.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×