ელზა პაპოშვილი
29.06.2022

საბერძნეთში 47 წლის ქართველი ქალი დააკავეს, რომელიც მოხუცებს ნარკოტიკებით აბრუებდა და ძარცვავდა, შემდეგ კი მოულოდნელად უჩინარდებოდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ის სხვადასხვა სახლებში ოჯახის დამხმარედ, ან მოხუცის მომვლელად ეწყობოდა, მათთან ნდობაში შედიოდა, შემდეგ კი ძარცვავდა. 

სახლიდან ფულს და ძვირფასეულობას იპარავდა. ქალის აღწერილობა 4 სხვადასხვა ძარცვაზე დაემთხვა, რის შემდეგაც პოლიციამ მისი ძებნა დაიწყო. სამართალდამცველებს  მისმა რამდენიმე მსხვერპლმა მიმართა. ხოლო მისი პოვნა  მორიგი მსხვერპლის სახლში მოხდა. ჩხრეკის დროს ამოღებულია ფული, ძვირფასეულობა და სხვადასხვა საკრედიტო ბარათები, რომლებსაც ის მსხვერპლებს პარავდა. 

„გამოძიების ინფორმაციით, 47 წლის ქალი კონკრეტული სქემით  მოქმედებდა. ის ეძებდა მარტოხელა მოხუცებს, რომლთაც სახლში დამხმარე სჭირდებოდათ. შეხვედრის დროს რეალურ ვინაობას არ უმხელდათ. გამოგონილი სახელით და გვარით ეცნობოდათ. მათზე შთაბეჭდილებას ახდენდა და სამსახურსაც ადვილად იღებდა. 

დამხმარის მოვალეობის შესრულების შემდეგ, როგორც წესი, პირველივე დღიდან ხანდაზმულთა საკვებსა და სასმელში ნარკოტიკულ საშულებებს ყრიდა და შემდგომში მათ კუთვნილ ფულს ითვისებდა. ასევე, სახლიდან ძვირფასეულობას და სხვა ღირებულ ნივთებს იპარავდა. 

ჩატარებული ჩხრეკისას, ნაპოვნი და ამოღებულია: სხვადასხვა სამკაულები და საათები, ჩანთა უცნობი ქიმიური ნივთიერებით, აბების რაოდენობა, 105 ევრო და საბანკო ბარათი, დანა, ორი მობილური ტელეფონი და სიმ ბარათი. არ არის აგმორიცხული, რომ ის მარტო არ მოქმდებდა და  მის უკან კარგად ორგანიზებული დაჯგუფება იდგეს. გამოძიება მიმდინარეობს და სხვა დეტალებსაც საზოგადოებას ვაცნობებთ“,-აცახდებს ბერძნულ გამოცემასთან პროკურორი.           

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×