ელზა პაპოშვილი
17.03.2022

არასრულწლოვნის გაუპატიურების სავარაუდო შემთხვევა სამეგრელოში - უმძიმეს დანაშაულში არასრულწლოვანი გოგონას მამინაცვალია ეჭვმიტანილი. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, დანაშაული ზუგდიდის ერთ-ერთ სასაფლაოზე მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, რის შემდეგაც მამაკაცი საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში გაიქცა. საქმე ეხება 14 წლის გოგონას, რომელიც მამინაცვალის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მან ამის შესახებ დედას უამბო, რომელმაც პოლიციას შეატყობინა, თუმცა მამინაცვალმა გაქცევა მოასწრო.

მეზობლები ეჭვობენ, რომ მომხდარს ოჯახი შეგნებულად მალავდა - ცოლმა ქმარს გაქცევის საშუალება მისცა და  პოლიციას გვიან განზრახ შეატყობინა. 

მომხდარზე მოკვლევა დაწყებულია. სამართალდამცველები ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.   

„მოზარდის დედას პირველი ქორწინებიდან  2 მცირეწლოვანი შვილი ყავს. ეს მამაკაცი მეორე ქმარი იყო. როგორც ბავშვი ყვება, მამინაცვალი მას ხშირად უთვალთვალებდა და სექსუალურად ავიწროვებდა. არ ვიცით დედას ეუბნებოდა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ სანამ საშინელი დანაშაული არ ჩაიდინა, მანამდე პოლიციას არავინ არაფერი შეატყობინა.  

„ბავშვი მაღაზიაში ყოფილა და მამინაცვალი თურმე გარეთ მანქანით ელოდებოდა. როგორც კი ბავშვი გამოვიდა, ავტომობილში ჩაისვა და სასაფლაოსკენ წაიყვანა. იქ გაუუპატიურებია. ამის შემდეგ ბავშვს დედისთვის უთქვამს. მამინაცვალმა კი გაქცევა მოასწრო და თავი აფხაზეთს შეაფარა.  

„გოგონა და დედა გადაიყვანეს პოლიციაში გამოკითხვაზე. მოზარდს ჩაუტარდა ექსპერტიზაც და პასუხს ელოდებიან“, - ამბობს „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

...

ფრაზა - „ბავშვი მაღაზიაში ყოფილა და მამინაცვალი თურმე გარეთ მანქანით ელოდებოდა. როგორც კი ბავშვი გამოვიდა, ავტომობილში ჩაისვა და სასაფლაოსკენ წაიყვანა. იქ გაუუპატიურებია.“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×