ელზა პაპოშვილი
14.03.2022

სისხლიანი გარჩევისას დიდუბეში 4 ადამიანის დაჭრეს. დაშავებულთაგან სამი ძმაა. წინასწარი ინფორმაციით, ძმები ერთმა მამაკაცმა დაჭრა, რომელსაც, სავარაუდოდ, მათთან კონფლიქტი მოუვიდა. გოგოლაურის ქუჩაზე, სადაც სისხლიანი გარჩევა მოხდა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

თვითმხილველები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ მათ ყვირილის და ჩხუბის ხმა გაიგეს. დაახლოებით ჩხუბის ხმა 10 წუთის განმავლობაში ესმოდათ. გარეთ გამოსულებს კი 4 ადამიანი დაჭრილი დახვდათ. მათ ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

„ძალიან კარგი ბიჭები არიან. სამივე ძმა ჩვენს თვალწინ გაიზარდნენ. რა მოხდა, ვისთან იჩხუბეს რა გახდა ამ დაპირისპირების მიზეზი, არ ვიცით. მამა და ბიჭები ერთად ცხოვრობენ. საერთოდ ამათ არავისთან კონფლიქტი არ ჰქონიათ.

"გვიან ღამით ჩხუბის და ყვირილის ხმა გავიგეთ. ასე 10 წუთის განმავლობაში ჩხუბის ხმა გვესმოდა. გარეთ რომ გამოვედით, ვნახეთ, რომ 4 ადამიანი იყო დაჭრილი. 3 ჩვენი მეზობელი ძმები ვიცანით.

"სხვა, თუ რატომ მოხდა დაპირისპირება და რა გახდა ჩხუბის მიზეზი, არ ვიცით. მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს. დანით იყო ყველა დაჭრილი. ჩხუბი სამრეცხაოსთან მოხდა და წესით კამერების დახმარებით პოლიციას დამნაშავე მალევე უნდა ეპოვა",-ყვება მეზობელი „რეზონანსთან"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×