ელზა პაპოშვილი
04.12.2021

სისხლიანი გარჩევა კახეთში - სოფელ კაბალში 18 წლის ახალგაზრდამ მეზობელი მამაკაცი ჩაცხრილა. როგორც თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, დაჭრას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. მიზეზი კი ერთი თვის წინ მათ მამებს შორის დაწყებული კონლფიქტია. პოლიციამ ბრალდებული რამდენიმე საათის ძებნის შემდეგ დააკავა. დანაშაული კი 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

დაჭრილის  მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა და ის თბილისში გადმოიყვანეს. თავდასხმა მშენებლობაზე მოხდა, სადაც დაჭრილი მუშაობდა და მას თვითმხილველები ჰყავს.  

„მაჰმად მირზაევმა საკუთარი თანასოფლელი მშენებლობაზე რამდენჯერმე გასროლით დაჭრა. როგორც ამბობენ, კონფლიქტი ერთი თვის  წინ დაწყებულ ამბავს ეხება. მახმუდ ხალილოვსა და მას შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. ოჯახებს შორის ადრე კონფლიქტი მოხდა. ერთი თვის წინ ქორწილში მათმა მამებმა იჩხუბეს. ეტყობა ეს გულში ჩაიდო და მამის მაგივრად ფაქტიურად შვილი მოკლა. ფაქტია, რომ მშენებლობაზე მაჰმადმა ხალილოვს მიაკითხა და პირდაპირ ესროლა. 

„ამას მუშებიც შეესწრნენ. სანამ ვინმე აზრზე მოვიდა, მას პირდაპირ სროლა დაუწყო. 

„დაჭრილი 33 წლისაა და საკმაოდ კარგი პიროვნებაა. ამ ბიჭზე ცუდი არავის გაუგია. რაღაცა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ჩხუბი ასეთ სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა... 

„გაქცეულ მაჰმადს პოლიცია ეძებდა და სახლიც გაჩხრიკეს. სავარაუდოდ, ტყეში გაიქცა და იქ იპოვეს. რაც ვიცით, სულ ესაა“, - უყვება „რეზონანსს“ დაჭრილი ბიჭის ახლობელი.  

ხალილოვის მკურნალი ექიმი ირაკლი ვარდაშვილი ამბობს, რომ დაჭრილი პაციენტის მდგომარეობა  მძიმეა. როდესაც ის საავადმყოფოში შეიყვანეს,  ჭრილობები მარცხენა მტევნის, მენჯ-ბრაკალის და მენჯის არეში აღენიშნებოდა. 

„პაცინეტს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტრადა. მას დაზიანება სხეულის რამდენიმე ადგილას ჰქონდა მიყენებული. მისი მდგომარეობა მძიმეა და დამატებით კვლევებს საჭიროებს, ამიტომაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა“,-ამბობს მედიკოსი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×