რეზონანსი
04.09.2021

ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ თბილისის მერად საკუთარი კანდიდატურის დაყენება, მოქმედ მერ კახა კალაძესთან დაპირისპირება, ასევე „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან გახარიას მწვავე კრიტიკა მწერალ და მსახიობ გივი სიხარულიძეს წინასწარ შედგენილი სცენარის ცალკეულ ნაწილებად მიაჩნია. ,,ეს ყველაფერი ერთი დიდი სპექტაკლია“, - განიცხადა მან „რეზონანსს“.

მისი აზრით, პრემიერის თანამდებობიდან გახარიას გადადგომაც, მის მიერ ოპოზიციური პარტიის დაფიძნებაც და თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობაც ბიძინა ივანიშილთანაა შეთანხმებული.

„მე გახარია ძალიან ჭკვიანი კაცი მგონია და ვფიქრობ, ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამს“, - აცხადებს, სიხარულიძე.

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, მისი პროგნოზით, მოქმედ მერსა და „ქართული ოცნების“ კანდიდატს სერიოზულ წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს.

„უკანასკნელმა იდიოტმაც იცის, რომ მერის არჩევნებს კალაძე მოიგებს“, - განაცხადა გივი სიხარულიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

ხატია ბერიძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×