თამთა ჩაჩანიძე
20.11.2020

ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების მეცნიერებმა ის ოთხი მსუბუქი სიმპტომი დაასახელეს, რომელიც შესაძლოა კოვიდ-19-ით ინფიცირებაზე მიანიშნებდეს, სიმპტომებში კი შედის: ტკივილი მუცლის არეში, გულის რევა, მადის დაკარგვა და კონიუქტივიტი.

კანადის საზოგადოებრივი კვლევითი ალბერტას უნივერსიტეტის მეცნიერის მიტჩ უილსონის თქმით, ყოველი მეხუთე კოვიდინფიცირებული პაციენტი მუცლის ტკივილსა და სააჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემას განიცდის.

ამავე დროს მკვლევარები დასძენენ, რომ ეს სიმპტომები შესაძლოა სხვა დაავადებებითაც იყოს გამოწვეული.

კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირებას მიანიშნებდეს, ეს შესაძლოა თვალის ლორწოვანი გარსის ანთება კონიუნქტივიტი იყოს, აღნიშნულს ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემია იმ მომაცემებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ეს სიმპტომი კორონავირუსით ინფიცირებულების დაახლოებით 1-დან 3%-ს აქვს.

გარდა ამისა, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომია ადამიანებში გონებაგაფანტულობა, რომელიც შესაძლოა ინფიცირებიდან რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

რაც შეეხება დუბლინის ტრინიტის კოლეჯის მკვლევარების დასკვნას, მათი დაკვირვებით, კორონავირუსით ინფიცირებულების თითქმის ნახევარს ქრონიკული დაღლილობა აღენიშნება.

მანამდე კი მეცნიერები აცხადებდნენ, რომ კორონავირუსს სიმპტომები იყო, ხველა მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, გემოსა და სუნის დაკარგვა, ქოშინი.

დღეისათვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დაახლოებით 60 მილიონია, ემსხვერპლთა რიცხვი კი თიტქმის მილიონნახევარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×