მარიკა ხორავა
17.10.2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოვედღიურად ათასამდე ადამიანით იზრდება. ეპიდვითარებიდან გამომდინარე ჯანდაცვის სისტემა ახალი პროტოკოლის შემუშავებას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანმა განაცხადა და ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა 80% კლინიკებში ვეღარ მოხვდება.

ვის შეეძლება მკურნალობაში კლინიკებში და ვის - ბინაზე? როდის იქნება კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში? - ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ ძირითადად სტაციონარში მოხვდებიან პაციენტები, რომლებსაც ექნებათ თანხმლები დაავადებები.

„ჯერ-ჯერობით ჩვენი ჯანდაცვა უმკლავდება ეპიდსიტუაციას. გარდა იმისა, რომ ინფიცირებულთა მაჩვენებელი მატულობს, აგრეთვე იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და მათ ადგილს ისინი იკავებენ.

„ძირითადად სტაციონარში მოხვდებიან პაციენტები, რომლებსაც ექნებათ თანმხლები დაავადებები - დიაბეტი, კარდიოლოგიური პრობლემები და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პაციენტებს, რომლებსაც ადრე თუ გვიან შესაძლოა დასჭირდეთ ხელოვნური სუნთქვის აპარატი და მათი ბინაზე დატოვებ არ შეიძლება.

„ველოდებით ვაქცინას. „ფაიზერმა" უკვე გამოაცხადა, რომ ადრე თუ გვიან იგი განაცხადს გააკეთებს ვაქცინასთან დაკავშირებით. ვაქცინის ბოლო კვლევის ეტაპებია, რათა დაადგინონ გააჩნია თუ არა გვერდითი მოვლენები. მოგეხსენებათ, ვაქცინას გვერდითი მოვლენები არ უნდა ჰქონდეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს ვაქცინა დეკემბრისთვის იქნება. საქართველოც მზად არის შესაძენად. შესაძლებელია სხვა ვაქცინაც უმოკლეს დროში შემოიტანონ. მთავარია დადასტურდეს ვაქცინის უვნებლობა და მთავრობა გვპირდება, რომ ოფიციალური განაცხადის შემდეგ 2 კვირაში საქართველოში იქნება", - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, თითოეულმა ჩვენთაგანმა მაქსიმალურად უნდა იზრუნოს ინდივიდუალურ თავდაცვაზე.

„მართალია, ბოქსირებული განყოფილება ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს და აქვს კიდეც, თუმცა მათი რაოდენობა გარკვეულწილად შეზღუდულია. კორონავირუსისთვის შესაბამისი განყოფილება ინგოროყვას და ინფექციურ საავადმყოფოს აქვს, თუმცა საკმარისი არ არის იმ რაოდენობის პაციენტებისთვის, რომელებიც ბოქსირებულ განყოფილებაში უნდა განთავსდნენ.

„ამიტომ გადაწყდა, რომ მსუბუქი შემთხვევები იმყოფებოდნენ ბინაზე. თუმცა აუცილებელია ეს ადამიანები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. მათ მეთვალყურეობა ოჯახის ექიმმა ან ელემენტარულად კვალიფიციურმა ექიმმა უნდა გაუწიოს. ჩვენ მაქსიმალურად, ისევ უნდა ვიფიქროთ პირად თავდაცვაზე, სოციალურ იზოლაციაზე, პირბადის ტარებაზე, ხელების დაბანაზე და არა ვაქცინაზე. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ვაქცინა მალე იქნება", - განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (17.10.2020)
ჯერ შეჯერდით იქნება თუ არა ვაქცინა,მერე კიდევ ვინ გაიკეთებს ის იკითხეთ,ამ ვაქცინებმა იმდენი გვერდითი მოვლენები გამოამჟღავნეს არამგონია ბევრი აღმოჩნდეს მისი გაკეთების მსურველი.მარტო მე ვიცი 4 ბავშვი ჩემს გარშემო რომლებიც ვაქცინებმა დააზარალეს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×