ელზა პაპოშვილი
12.10.2020

მარტვილის საკათედრო ტაძარში ქურდობის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. მირქმის ტაძრის საკურთხეველში, დედაოებს შესაწირი ყუთი  გატეხილი, იქ მოგროვილი თანხა კი წაღებული დახვდათ. 

დედა სალომეს ინფორმაციით, ქურდობის ფაქტი გუშინ, 11 ოქტომბერს მოხდა და ვარაუდობს, რომ შესაწირ თანხა სოლიდური უნდა ყოფილიყო, რადგანაც დიდი ხანია არ გაუხსნიათ. სავარაუდოდ, შესაწირი 3 თვეა რაც გროვდებოდა და თანხა ცოტა არ იყო. ამიტომაც, რა რაოდენობის თანხაა მოპარული, მათ ზუსტად არ იციან. 

საეკლესიაო დღესასწაულებიდან გამომდინარე, მრევლი კი ამბობს, რომ საკმაოდ სოლიდურ თანხაზე შესაძლოა საუბარი იყოს. ვიღაცას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ყუთი დიდი ხანია არ გახსნილია, ამიტომაც მისი მოპარვა გადაწყვიტეს. თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ საქმე არასრუწლოვნებს ეხებოდეს და მათ ტაძრის გაძარცვა ვიღაცამ დაავალათ. 

ადგილზე პოლიცია და საგამოძიებო ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. 

ტაძარი მიმდინარე წილის მარტშიც  გაძარცვეს. წინა შემთხვევაში ეკლესიიდან ჯვარი, ხატი და საცეცხლური წაიღეს.  

„არ ვიცით ზუსტად რა თანხის მოპარვაზეა საუბარი, რადგანაც შესაწირი ყუთი დიდი ხანია არ გახსნილა. ვვარაუდობთ, რომ საკმაოდ სოლიდურ თანხაზე უნდა იყოს საუბარი. 

“ტაძრის კარი დაკეტილი იყო, მაგრამ მისი გატეხვა მოახერხეს. ვიღაცას როგორც ჩანს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ყუთი დიდი ხანია არ გახსნილი და იქ თანხა გროვდებოდა. არც ის არის გამორიცხული, რომ არასრუწლოვნების ნამოქმედარი იყოს. 

“ეს ტაძარი ადრეც გაძარცვეს, ამიტომაც ვიღაც ერთიდაიგივე რომ აკეთებს ფაქტია. არ ვიცით წინა შემთხვევაზე არის თუ არა ვინმე დაკავებული. ჩვენ ყოველ შემთხვევაში არაფერი გაგვიგია“,-ამბობს დედაო „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×