„ქართველი ჰალკის“ ლევან საგინაშვილს ცხოვრებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა. მას ქართულ-ყაზახურ ფილმში გადაიღებენ. გადაღებები ოქტომბერში დაიწყება.
გარდა ამისა, გარიკვა, რომ „ქართველი ჰალკი“ შეყვარებულია. როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, თავის რჩეულთან 16-წლიანი მეგობრობის ისტორია აკავშირებს.
სპორტსმენი საყვარელი ადამიანის ვინაობას არ ამხელს, თუმცა, ამბობს, რომ მალე ქორწილს გეგმავენ.
„18-19 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს, წლებია ვმეგობრობთ. რაღაც პერიოდი აღარ გვქონდა კონტაქტი ერთმანეთთან. საბანკო საქმე დაამთავრა და გარკვეული პერიოდი ამ პროფესიით მუშაობდა.
არ ვიცი, ვერ გეტყვი, როდის ვგეგმავთ ქორწილს.. გეგმაში გვაქვს...“, - ამბობს ლევან საგინაშვილი.
პრაიმტაიმი