თბილისში, საბურთალოზე მიმავალ ავტომობილს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. საბედნიეროდ, ახლო მანძლზე წინ საპატრულო ეკიპაჟი იმყოფებოდა. პოლიციელები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ალმოდებულ ავტომობილთან მივარდნენ და ცეცხლმაქრებით ჩააქრეს ხანძარი. მძღოლი უვნებელი გადარჩა.
როგორც „პრაიმტაიმს“ დაზარალებულმა უთხრა, ვერც კი გააცნობიერა რა მოხდა. შეიძლებიოდა ცოცხლად დამწვარიყო, რომ არა საპატრულო ეკიპაჟის დროული რეაგირება
„არ ვიცი რა ვთქვა. როგორ გადავრჩი. ცეცხლი მოულოდნელად გაჩნდა. ჩემს წინ პატრული იდგა, ორივე ცეცხლმაქრებით მოვარდა, მე გამომიყვანეს. არაფერი დამშავებია. ბოდიშს ვუხდი, რომ თავად სულ გამურულები არიან. სიცოცხლის რისკის ფასად გადამარჩინეს...
ვკითხე სახელები: 7239 ეკიპაჟის წევრები არიან. საბურთალოს რაიონში. პოლიციის კაპიტანი თემურ ნონიაშვილი და ლეიტენანტი ჯაბა ორთოიძე. მადლობა სახანძროს ჯგუფს, რომელიც ასევე დროულად მოვიდა“, - ამბობს დაზარალებული.
პრაიმტაიმი