რეზონანსი
01.08.2022

55 წლის მამუკა ონაშვილი ავტოავარიიდან ერთ დღეში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. მომღერლის წოფილმა მეუღლემ უმძიმეს შემთხვევასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მომღერალი ირინა ჩიხლაძე ბოლო წუთამდე ფიქრობდა, რომ მისი ყოფილი მეუღლე გადარჩებოდა:

"წარმოუდგენელი რამ მოხდა, არ მჯერა რომ ასეთი ტრაგედია დატრიალდა. გუშინდელი ინფორმაციით, ვფიქრობდი რომ გადარჩებოდა. რამდენჯერმე ვნახე ბოლო ხანებში, მაგრამ არანაირი კონტაქტი არ გქონია. კოვიდამდე რამდენიმე დღით ადრე...

მისი გარდაცვალება ჩემთვის შოკი იყო, კიდევ არ მჯერა რომ მამუკა აღარ არის. მთელი ღამე ვლოცულობდი, მითხრეს გადარჩება და გამოვა მდგომარეობიდანო, იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა.

ჩვენ ისე დავშორდით, არ გვიჩხუბია და აქედან გამომდინარე, არასდროს გვქონია ცუდი ურთიერთობა. ძალიან ერთგული ადამიანი იყო. საერთოდ, ვერიდები ჩვენ პირად ურთიერთობაზე საუბარს, ეს არა მარტო ჩემი, არამედ, მამუკას სურვილიც იყო.

1994 წელს დავქორწინდით, 13 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მაგრამ შვილი არ გვყავდა. კარგის მეტი, არაფერი მაქვს სათქმელი, ჩვენ პირად ურთიერთობებზე, არც ადრე ვსაუბრობდით და მით უმეტეს ახლა, არანაირი სურვილი მაქვს. ასეთი ტრაგედიის შემდეგ, მის სულს პატივი უნდა ვცეთ", - განუცხადა "პრაიმტაიმს" ირინა ჩიხლაძემ.

"პრაიმტაიმი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×