რეზონანსი
07.07.2022

ლევან კბილაშვილის დედა21 ივნისს გარდაცვლილ შვილს იხსენებს. მან შვილი ბოლო საათები აღწერა:

„ახალი ალბომის პრეზენტაციაზე ფიქრობდა. იმდენი გავაკეთე, იმდენს მივაღწიე, ჰამლეტ გონაშვილი ხომ გახსოვსო, მკითხა. მინდა, ჩემი სიმღერებიც ასე დარჩესო. ხომ არ გადაირიე, რას ლაპარაკობ-მეთქი, დაბნეულმა ვკითხე. როცა იქნება, ჩემი ქართულად ნამღერი ხომ დარჩებაო... რომ ვემშვიდობებოდი, ბოლოს მითხრა, ჩემს გიტარისტთან წავალო, ალბომის თემაზე სამუშაოდ.

გვიან აღარ დამირეკავს, დაისვენოს-მეთქი, ვფიქრობდი. მისი ძმისთვის ღამის სამ საათზე მიუწერია, ვიდეოები გამოუგზავნია. ამ სიხარულით და ემოციებით დაიძინა და... წავიდა ისე, რომ ვერ გაიგო, რა დაემართა...

როცა  ზარზე არ მპასუხობდა, ვწერდი. მაინცდამაინც იმ დღეს ვიყავი მშვიდად! დავურეკე და არ მიპასუხა. არ ავღელვებულვარ. ვიფიქრე, დაისვენებს და ცოტა მოგვიანებით დამირეკავს-მეთქი.

იმ უბედურ დღემდე, ორი დღით ადრე, ლევანმა მონაწილეობა მიიღო რუსულ ფესტივალში - "ველური პიტნა". ძალიან პრესტიჟულია, არადა, რა ვქნა, იქ რომ ახლა ვიმღერო, ჩემზე არაფერი ცუდი არ დაწერონ საქართველოშიო, დარდობდა. არც ერთ შემთხვევაში-მეთქი, ვუთხარი. ადექი და წადი ამ ფესტივალზე-მეთქი. ნეტა უარი მეთქვა და არ წასულიყო, არ გამეშვა... იმ ფესტივალზე იმდენად დაიხარჯა, ემოციურად თუ ფიზიკურად ისე გადაიტვირთა, ვფიქრობ, ამან იმოქმედა. როგორც ჩანს, იქ ვერ იყო კარგად. სცენაზე ისეთი ენერგიით გამოვიდა, ორგანიზმი გადაეტვირთა", - აღნიშნა პრაიმტაიმთან მომღერლის დედამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×