სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    08.03.2011

    წლის დასაწყისიდან მოყოლებული სადღესასწაულო განწყობა ყვავილების მაღაზიებში წლეულს ნაკლებად იგრძნობოდა. ამის მიზეზად ყვავილების ბიზნესის წარმომადგენლები მომხმარებლის დეფიციტს ასახელებენ. მათი თქმით, აქტიური არც 2010 წლის გაზაფხული იყო. მოთხოვნა განსაკუთერებით ძვირადღირებულ ყვავილებზე შემცირდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    04.03.2011

    ვალუტის გადაცვლისას მომხმარებლის საკომისიოთი დაბეგვრა მალე მთელ საქართველოში გავრცელდება. "რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, საკომისიოს დაწესებას ბანკებიც აპირებენ. მთავრობაში და პარლამენტში მომხმარებელთა ძარცვის ეს ქმედება არ გაუპროტესტებიათ. შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხისადმი ლოიალური დამოკიდებულებით პარლამენტმა სავალუტო ჯიხურებს მოსახლეობის დაბეგვრის უფრო მეტი სტიმული მისცა. აღსანიშნავია, რომ საქართველოზე ადრე, მოსახლეობის დაბეგვრა სავალუტო ჯიხურებმა და ბანკებმა უკრაინაში მოიფიქრეს, თუმცა ჩვენი პარლამენტისგან განსხვავებით, რადას მწვავე პროტესტის გამო, უკრაინაში ეს საკითხი მოიხსნა.

    მაკა ხარაზიშვილი
    03.03.2011

    მსოფლიოში ხორბალი იაფდება. ამიტომაც, იმპორტიორების განცხადებით, თუ გაიაფების ტენდენცია გაგრძელდა, საქართველოში ფქვილი აღარ გაძვირდება. თავისთავად შეჩერდება პურის ფასის ზრდაც. იმპორტიორებს ხორბლის ახალი მარაგების შემოტანა მარტის ბოლოსთვის უნდა დაეწყოთ. მათი პროგნოზით თუ საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის ფასი მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდებოდა, საქართველოში პური ისევ გაძვირდებოდა.

    მარი ჩიტაია
    26.02.2011

    საერთაშორისო ბაზრებზე ოქროს ღირებულება რეკორდს რეკორდზე ამყარებს. ფასმა ტენდენცია ზრდისკენ ბოლო 2 წელია აიღო და მას შემდეგ ძვირფასი ლითონი არც გაიაფებულა. ამ ხნის განმავლობაში ოქროს ფასი მცოცავი მეთოდით პერიოდულად მატულობდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    25.02.2011

    უახლოეს მომავალში სადაზღვევო კომპანიების მიერ საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა გამოქვეყნდება. კონტროლის პალატა საბიუჯეტო თანხების ხარჯვის სისტემურ კვლევას აგრძელებს. სადაზღვევო კომპანიების კრიტიკა ყველაზე აქტუალური კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გახდა. მანამდე, ამ დარგში არსებულ ხარვეზებზე არცერთ სახელმწიფო უწყებას არ უსაუბრია.

    მაკა ხარაზიშვილი
    24.02.2011

    მთავრობამ საირმე 60 ათას ლარად გაყიდა. ექსპერტები შიშობენ, რომ უცნობი კომპანიისთვის ამ სიმბოლურ ფასად მიყიდული კურორტი იმ ობიექტების ბედს გაიზიარებს, რომლებიც დაპირებული "ოქროს ზოდების" ნაცვლად უფრო დაანგრიეს და გაანადგურეს. მაგალითად, კურორტი "ლიკანი". ინვესტორის შესახებ ეკონომიკის სამინისტროდან ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    23.02.2011

    არაბულმა რევოლუციებმა ნავთობის ფასი ყველა სანავთობო ბირჟაზე გაზარდა. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ თუ ვითარება დაიძაბა ირანშიც არ არის გამორიცხული, რომ "შავი ოქროს" ღირებულებამ 2008 წლის რეკორდები მოხსნას. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირების გამო საქართველოში არსებული ნავთობკომპანიები საწვავის კიდევ 10 თეთრით გაძვირებას პროგნოზირებენ.

    მარი ჩიტაია
    22.02.2011

    გასართობ ცენტრებს თბილისში მუშაობა უჭირთ. ამის მიზეზი მომხმარებლის პასიურობაა. საფინანსო კრიზისისა და ქვეყანაში შექმნილი სოციალური პრობლემების გამო, თბილისელების უმრავლესობა გართობას ვერ ახერხებს. გასართობი საშუალებებიდან ყველაზე აქტიური დღესდღეობით ბილიარდის კლუბებია, სადაც მომხმარებელი ჯერ კიდევ დადის. რაც შეეხება კეგლის კლუბებს, გართობის ეს სახე დედაქალაქში ნაკლებად პოპულარულია. თბილისში სულ რამდენიმე ბოულინგ-ცენტრი არსებობდა, ზოგიერთი ეკონომიკური კრიზისის დროს დაიხურა, ზოგმაც მუშაობა გააგრძელა, მაგრამ მომხმარებლის შენარჩუნება ვერ შეძლო. საბილიარდოებიც კი, რომლის მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდი იყო, უკანასკნელ პერიოდში თითქმის დაცარიელებულია.

    მაკა ხარაზიშვილი
    22.02.2011

    პზკთ სისტემით აღჭურვილი სალარო აპარატები მეწარმეების ნაწილს უფასოდ გადაეცემა, ნაწილი კი საკუთარი ხარჯებით იყიდის. საერთო ჯამში, ახალი აპარატების მეწარმეებისთვის ჩუქება სახელმწიფო ბიუჯეტს 13,3 მილიონი ლარი დაუჯდება. დაპირება იმის შესახებ, რომ ფინანსთა სამინისტრო ახალ აპარატს ყველა მეწარმეს უსასყიდლოდ გადასცემდა, მორიგი ტყუილი აღმოჩნდა. შედარებით მსხვილი და წელმომაგრებული ბიზნესი მორიგ დამატებით ხარჯს ვერ გადაურჩება.

    ელზა წიკლაური
    22.02.2011

    უცხოური ბიზნეს-კომპანიები აფხაზეთში სამეწარმეო საქმიანობით სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან. ჯერ იყო და ოკუპირებულ რეგიონში ფეხის მოკიდება რუსულმა ბანკებმა დაიწყეს, შემდეგ იქ "როსნეფტი" შევიდა. ცხადია, რომ არც მაშინ და არც ახლა რუსული კომპანიების აფხაზეთში შესვლა არავის გაჰკვირვებია, მაგრამ მოულოდნელი აღმოჩნდა აფხაზეთით ბრიტანული "შევრონის", იტალიური "ბენეტონის" და "კოკო აგრიფუდის" დაინტერესება.

    წერილი
    19.02.2011

    ბიზნესსა და მთავრობას შორის არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე ბიზნესმენების შემდეგ ელჩები და უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლები ალაპარაკდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ინვესტიციების მოსაზიდად გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს შექმნა აუცილებელია.

    მაკა ხარაზიშვილი
    18.02.2011

    კონტროლის პალატის დასკვნის გამო სადაზღვევო მაქინაციებში მხილებული ადამიანების ნაწილი ისევ ციხის იზოლატორში რჩება. ნაწილი კი საპროცესო გარიგების საფუძველზე გამოიყვანეს. ის, რომ სადაზღვევო კომპანიებმა პოლისები რამდენიმე თვის დაგვიანებით დაარიგეს, ხელისუფლების ყველა უწყებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, მედიაციის სამსახურში შესული იყო უამრავი საჩივარი. ამ დარღვევების შესახებ "რეზონანსი" ჯერ კიდევ 2010 წლის შემოდგომაზე წერდა. სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულმა პედაგოგებმა სხვადასხვა მედიის საშუალებით ხელისუფლებას დახმარებაც კი თხოვეს, თუმცა პალატის დასკვნამდე ამ საკითხზე რეაგირება არავის მოუხდენია.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter