ქეთო გოგოხია
20.04.2026

მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შესახებ ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ მკვეთრი ზომები მიიღო, თუმცა მოსახლეობის პროტესტი ჯერჯერობით გამოწვევად რჩება. ხშირ შემთხვევაში, ხალხის განწყობას ზურგს უმაგრებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები, რომელთა აზრი პროტესტთან მიმართებაში დომინანტია. ასე ჩავარდა თავის დროზე ხუდონი, ნამოხვანი და არაერთი პროექტი, რომლებიც სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო შეჩერდა. შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებისთვის ყველაზე სწორი სვლაა, შუამავლების გარეშე გამართოს დიალოგი მოქალაქეებთან და გამორიცხოს გარე ძალების გავლენა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×