რეზონანსი
13.07.2020

მაშინ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების ინტერესია ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება და მათ სხვა ინტერესი არ გააჩნიათ, მეორე მხარეს წმინდა პოლიტიკურ მიზანებს ვხედავთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გიორგი შაქარშვილის საქმის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამორალურია ახალგაზრდა ბიჭის ტრაგიკულად დაღუპვის ამბის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

"განსაკუთრებით ამორალურია, როდესაც ახალგაზრდა ბიჭის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავზე გამოძიება მიმდინარეობს და ამ დროს პარალელურად აწარმოებ გამოძიებას, თან ამბებს იგონებ და ეს ამბები შემდეგ არ დასტურდება. ამორალურობა განსაკუთრებით იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ამ საქმეს. მათ წარმოიდგინეს, რომ ეს ტრაგედია არის მაშველი რგოლი მათთვის უკიდურესად დაბალი რეიტინგების ფონზე და მაშველ რგოლად იყენებენ აპოლიტიკურ საქმეს, მაშინ, როდესაც ეს სისხლის სამართლებრივი საქმეა და დეტალები დასადგენია. როდესაც მათი პოლიტიკური ლიდერები და არა ტელევიზიის ხელმძღვანელები ცხადდებიან სასამართლოში და ამბობენ, რომ მათი ვარაუდი იყო გაჟღერებული ინფორმაცია, ეს ნიშნავს რომ ან იტყუებიან და არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, ან თეორიულად რომ დავუშვათ, არ იტყუებიან და არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, რადგან არ აქვთ მიზანი საქმის ბოლომდე გაიხსნისა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
komentari   (13.07.2020)
Tqvenma politikam shechama guli,tu ar gindodat rom vinme chareuliko,droze da samartlianad daewkot gamodzieba,kvelaferi daiwko sicruit,upasuxismgeblo moxeleebisagan,bavshvi 4 dge wkalshi ar egdeboda,droulad miakvlevdnen,rom mkacrad warmartuliko gamodzieba tavidanve!

linda   (13.07.2020)
შე საცოდავო, არ გრცხვენია? შენც ხომ მამა ხარ, ჩარჩოებიდან მთლად ნუ ამოვარდით ეს სინდისგარეცხილი კაცუნები, ე.ი. თქვე არარაობებო, ტელევიზიებმა არ უნდა ამცნონ ხალხს სიმართლე? თუ ის გინდათ, როგორც თქვენ გესიამოვნებათ სწორება ისე მოვახდინოთ? გრცხვენოდეთ ამაზრზენო, სკამზე გაგიჟებულო, ყველაფრის მკადრებელო ქოცებო!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×