რეზონანსი
12.07.2020

ვერძი

აკონტროლეთ თითოეული ნაბიჯი და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, ნუ გადაამეტებთ საკუთარი შესაძლებლობების შეფასებისას და ნებისმიერი სიტუაციის განხილვისას იყავით მეტად რაციონალური.

კურო

ელოდეთ პოზიტიურ ცვლილებებს, დღეს იოლად მოახერხებთ წერტილი დაუსვათ კონფლიქტებს და უთანხმოებებს. ნუ შეგაშფოთებთ ფინანსური პრობლემები, თქვენ ყველაფერს გაუმკლავდებით.

ტყუპები

დღეს, შესაძლოა ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს გარკვეული უთანხმოებები მოჰყვეს, როგორც ოჯახში ასევე სამსახურში. იყავით ზომიერი და ეცადეთ თავი შეიკავოთ გარჩევებისა და სიტუაციის გამწვავებისგან.

კირჩხიბი

ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია სჯობს გადაამოწმოთ, ნუ მიუშვებთ გულთან ნეგატიურ ემოციებს, ამით ნაკლებ საფრთხეს შეუქმნით თქვენს ჯანმრთელობას. ისეირნეთ, მოინახულეთ ბავშვობის მეგობრები.

ლომი

მატულობს თქვენი ავტორიტეტი და პროფესიონალიზმი, დახმარებისა და რჩევებისთვის შესაძლოა მოგმართონ არა მოლოდ ახლო ადამიანებმა არამედ, ზემდგომმა და ხელმძღვანელმა პირებმა. ნუ მოგერიდებათ საკუთარი თავის წარმოჩენა.

ქალწული

დღეს გაქვთ საშუალება მოაწესრიგოთ სამსახურთან დაკავშირებული საქმეები. თქვენი მოქმედება, არჩული სტრატეგია, მიმართულება, დრო და ადგილი ყველაფერი დროულია და ნებისმიერი მცდელობა წინსვლისთვის კარგ შედეგს გამოიღებს.

სასწორი

ახალი ნაცნობობა, პრეზენტაციები, ტრენინგები, ახალი შემოთავაზებები...საკმაოდ ნაყოფიერი და მშვენიერი პერსპექტივებით აღსავსე დღეა.

მორიელი

დღეს ელოდეთ საჩუქრებსა და საინტერესო შემოთავაზებებს ძველი მეგობრებისა თუ კოლეგებისგან. იმხიარულეთ, გაერთეთ, გააცნობიერეთ რომ ცხოვრება ეს დღესასწაულია, თქვენ კი იმსახურებთ ცხოვრებით ტკბობას!

მშვილდოსანი

ენდეთ თქვენს შინაგან ოპტიმიზმს, იყავით შეუპოვარი და შრომისმოყვარე, ერიდეთ ავანტიურას, მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ კოლეგებთან ურთიერთობაში და ახალ გატაცებებთან.

თხის რქა

დღეს მეტად წარმატებული იქნება მოლაპარაკებები და თანამშრომლობის საკითხების განხილვები, თქვენს ყოველდღიურობაში უკვე შესამჩნევია პოზიტიური ცვლილებები. არ დაგავიწყდეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

მერწყული

განსაკუთრებით შედეგიანი იქნება საქმეები, რომლებიც უცხოეთსა და უცხოელებს უკავშირდება. მოიძიეთ ახალი კლიენტები და საქმიანი პარტნიორები, პროგრესი და წინსვლა თქვენს საქმეებში უკვე საკმაოდ მკაფიოა.

თევზები

ახალი შემოსავლის წყაროს მოძიება აგიმაღლებთ განწყობას, გახდებით უფრო თავდაჯერებული და ნებისმიერ დაბრკოლებას მარტივად გადალახავთ. ცოტა ფანტაზია და თქვენს კეთილმოსურნეებსა და კონკურენტებს საკმაოდ დიდი მანძილით მოიტოვებთ უკან. 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×