რეზონანსი
11.07.2020

გარდაცვლილი  გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ტვ “პირველის” გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა რატომ იყო არაგვში ნაპოვნი  ფეხშიშველი.

"როგორც წესი, ექსპერტებისგან ვიცი, რომ წყალი წინდებს კი არა, შეკრულ პერანგსაც ხდის. ჯერჯერობით, ეს ივარაუდება. ასე კატეორიულად ვერ ვიტყვი. ის წინდები, რაც ამოიღეს, ჯერ ერთი ევალებოდათ შემთხვევის ადგილიდან ამოეღოთ, რაც არ უნდა უმნიშვნელო იყოს და შემდეგ გაირკვევა. ვიღაცეებმა ვარაუდი გამოთქვეს, თუ ბავშვის არ იყო, ხომ შეიძლებოდა, მკვლელის ყოფილიყოო. არ ვიცი, ღამის 2 საათზე ბავშვი მოკლა, წინდები გაიხადა და დატოვა?”-განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

რაც ეხება საგანს, რითაც 19 წლის ფეხბურთელს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, მირიან ნიკოლაძემ განმარტა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ფეხიც და არა ძელი ან სხვა.

“მეორე ეპიზოდზე პლასტმასის ან ხის ხელჯოხები არ ფიგურირებს. ბავშვისთვის წიხლიც რომ დაერტყათ, ამ დაზიანებებს მაინც მიიღებდა. რომც არ იყოს ამოღებული საგანი, ამ თვალსაზრისით გამოძიებას არანაირი პრობლემა არა აქვს”, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

საქართველოს პროკურატურამ მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის  მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზად ასფიქსია წყალში დახრჩობით დაასახელა. ასევე, ექსპერტიზის დასკვნით შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული დაზიანებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×