რეზონანსი
09.07.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმ ადგილას, სადაც შაქარაშვილის მეგობარი გური ამირხანაშვილი იმალებოდა, ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული პირი ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი.

"ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ არის მორიგი სიცრუე და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია. შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ. ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (09.07.2020)
Сирцхвили исаа ром ам сирцхвилис авторебс ар рцхвениат.

komentari   (09.07.2020)
kargit ra! me mrcxvenia ukve amdeni usamartlobis,rogor ggoniat es kvelaferi damajerebelia? rogor sheidzleba amdeni damtxveva zustad am procesis gamodziebis dros,JARTIS shemgrovebelic axla gamochnda,XASHURELI MGZAVRIC,sircxvilia sazogadoebas abrmavebt da akriebt,ar gagichirdat rolis shemsruleblebis modzebna,FULI,QRTAMI,dgevandel dges kvela kidis girsebas fulze,magram ar vtkuvdebit,da xvalindeli dgec daideba eqsperti gakalbebuli,qveknis boloa? sazogadoeba afetqdeba,radgan es ar aris pirveli da ukanaskneli,USAMARTLOBA!!!!!!!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×