რეზონანსი
07.07.2020

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი უცვლელი იქნება.

ნარმანია აცხადებს, რომ ტარიფის გაანგარიშების დროს ძალიან ბევრი კომპონენტის გათვალისწინება ხდება.

„არის სპეციალური ფორმულა, რომლის მეშვეობითაც მარეგულირებელი კომისია ითვლის გაზის ტარიფს. ამ ეტაპზე, როცა ჩვენ რეგიონებისთვის დავადგინეთ „სოკარის", „საქორგაზისა" და რამდენიმე მცირე ლიცენზიანტის ტარიფები, ვიხელმძღვანელეთ იმით, რომ ერთის მხრივ, მოსაწოდებელი გაზის ფასი შემცირდა, მეორე მხრივ, სახელმწიფომ გარკვეული შეხიდება გააკეთა თავის მხრივ მოსაწოდებელი გაზის ფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ სოციალური გაზის ტარიფი შევინარჩუნეთ იგივე და მომდევნო სამი წლის განმავლობაში 2020, 2021, 2022 წლებში გაზის ტარიფი იქნება უცვლელი.

სახელმწიფოს შეხიდება, ეს არის მისი წილი გაზის ჩაბრუნება, რამაც გაზის ფასის არგაზრდა გამოიწვია. რასაკვირველია, კურსის ნაწილიც მოქმედებდა ამ ყველაფერზე, მაგრამ სწორედ ამ სახელმწიფო შეხიდებამ კურსთა შორის სხვაობა დააბალანსა და შესაბამისად, ტარიფი გაზრდა არ გახდა საჭირო.

გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის მისაწოდებელი გაზის ფასში სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, მისი კუთვნილი გაზით ფასის სუბსიდირება მოახდინა. ანუ კორპორაცია არ აიღებს კუთვნილ გაზს და მოგებას, რომელიც რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფს დაასუბსიდირებს. ელექტროენერგიის ტარიფის არაგეგმიური გადახედვა არ იგეგმება", - აცხადებს დავთ ნარმანია.

გაზის ტარიფი თბილისში ერთ კუბურ მეტრზე 46 თეთრია, რეგიონებში კი, 57 თეთრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
mzirali   (07.07.2020)
მსოფლიო ბაზარზე გაზის ფაის დგეს 80 დოლრია ხოლო აზერბაიჯანულის 60 დილარი და რას გვამდლით იმას რომ არ გაძვირდება.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×