რეზონანსი
05.07.2020

ხვა­ლი­დან ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი იწყე­ბა. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­საც­დელ­თა და მეთ­ვალ­ყუ­რე­თა დაშ­ვე­ბა მოხ­დე­ბა მხო­ლოდ ყო­ვე­ლი სა­გა­მოც­დო სექ­ტო­რის ფარ­თო­ბის 50%-ზე. ყო­ვე­ლი სა­მუ­შაო მა­გი­და წინა მხრი­დან აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა გამჭვირ­ვა­ლე დამ­ცა­ვი ფა­რით/ბა­რი­ე­რით; მა­გი­დებს შო­რის სი­გა­ნე­ში და­შო­რე­ბა იქ­ნე­ბა მი­ნი­მუმ 2 მეტ­რი, ერ­თმა­ნე­თის მიმ­დევ­რო­ბით გან­ლა­გე­ბულ მა­გი­დებს შო­რის მან­ძი­ლი კი - 1 მეტ­რი.

ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჯან­დაც­ვის სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბის წე­სებ­ში ახა­ლი და­ზუს­ტე­ბა შე­ვი­და: მა­გი­დებ­ზე არ­სე­ბუ­ლი დამ­ცა­ვი ფა­რე­ბის, თერ­მოსკრი­ნინ­გის, შე­სა­ბა­მი­სი დის­ტან­ცი­ის დაც­ვი­სა და კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ის ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბა იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­მო­საც­დე­ლებს სა­გა­მოც­დო მა­გი­დას­თან ად­გი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, პირ­ბა­დის გა­რე­შე მი­ე­ცეთ გა­მოც­დის და­წე­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ასე­ვე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და ევ­რო­პის და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის (ECDC) რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით და­ზუს­ტდა, რომ ბუ­ნებ­რი­ვი გა­ნი­ა­ვე­ბის (ღია ფან­ჯა­რა) დროს ნე­ბა­დარ­თუ­ლია კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბის ჩარ­თვა. ჩარ­თუ­ლი კონ­დი­ცი­ო­ნე­რის პი­რო­ბებ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოა პირ­ბა­დის გა­კე­თე­ბა.

კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბის ჩარ­თვა ნე­ბა­დარ­თუ­ლია ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი წე­სე­ბის დაც­ვით.

კონ­დი­ცი­ო­ნე­რის მოხ­მა­რე­ბი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყოს: ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცია, და­ცუ­ლი უნდა იყოს ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნა; რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ეტი­კე­ტი; ნიღ­ბე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ ტა­რე­ბის წესი; კონ­დი­ცი­ო­ნე­რი­დან ჰა­ე­რის ნა­კა­დი არ უნდა იყოს პირ­და­პირ მი­მარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნებ­ზე. აუ­ცი­ლე­ბე­ლია მუდ­მი­ვად ღია ფან­ჯა­რა, რაც კონ­დი­ცი­ო­ნე­რის გა­რე­შეც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, რად­გან ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მის რის­კი მა­ღა­ლია; და­უშ­ვე­ბე­ლია ერთი და იგი­ვე ჰა­ე­რის რე-ცირ­კუ­ლა­ცია.

აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ძა­ლა­ში რჩე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ის წესი, რო­მე­ლიც აპ­ლი­კან­ტებ­მა უნდა და­იც­ვან სა­გა­მოც­დო სივ­რცე­ებ­ში.

შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბით: სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში უნდა ეკე­თოთ (გარ­და 37.0 C- ზე მეტი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი რო­მე­ლი­მე სხვა სიმპტო­მის მქო­ნე გა­მო­საც­დე­ლი­სა) ნი­ღა­ბი: სა­მუ­შაო მა­გი­დას­თან კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბამ­დე;სა­გა­მოც­დო სექ­ტო­რის და­ტო­ვე­ბის დროს;სხვა პი­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს;კონ­დი­ცი­ო­ნე­რის მუ­შა­ო­ბი­სას.იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­მო­საც­დელს აღე­ნიშ­ნე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა 37.0 С-ზე მეტი ან რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სხვა რო­მე­ლი­მე სიმპტო­მი, იგი ვალ­დე­ბუ­ლია სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში მუდ­მი­ვად ატა­როს ნი­ღა­ბი.

2020 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის 6 ივ­ლისს და­ი­წყე­ბა და 25 ივ­ლისს დას­რულ­დე­ბა.

იხი­ლეთ გა­მოც­დე­ბის გან­რი­გი, რო­მელ­საც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი აქ­ვეყ­ნებს:

6-11 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა;

6 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - ოსუ­რი ენა;

12 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) - ის­ტო­რია;

13 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) - ის­ტო­რია;

14 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - მა­თე­მა­ტი­კა;

15 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - მა­თე­მა­ტი­კა;

16 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - ბი­ო­ლო­გია;

17 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - რუ­სუ­ლი ენა;

17 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) - ინ­გლი­სუ­რი ენა;

17 ივ­ლი­სი (მე­ო­რე სე­სია) - ფრან­გუ­ლი ენა;

18 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - რუ­სუ­ლი ენა;

18 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) - ინ­გლი­სუ­რი ენა;

19 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - გერ­მა­ნუ­ლი ენა;

19 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) - ინ­გლი­სუ­რი ენა;

20 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) - ზო­გა­დი უნა­რე­ბი;

21 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - ზო­გა­დი უნა­რე­ბი;

21 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - ლი­ტე­რა­ტუ­რა;

22 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - ფი­ზი­კა;

22 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა;

23 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - გე­ოგ­რა­ფია;

24 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - ქი­მია;

25 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×