რეზონანსი
05.07.2020

აზერბაიჯანში განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა 24 საათთან შედარებით 49-ით ნაკლები. ამის შესახებ მონაცემებს, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, პორტალი "trend.az" ავრცელებს.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 19 801 შემთხვევა - 1 966 ყოველ მილიონ მცხოვრებზე. განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა, 1-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ. 24 საათში კი გამოჯანმრთელდა 471 ადამიანი.

გუშინ, მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის მიერ გამართული პრეს-კონფერენციის დროს, აზერბაიჯანის "სამედიცინო ტერიტორიული ქვედანაყოფების სამმართველო გაერთიანების" გამგეობის თავმჯდომარე რამინ ბაირამლიმ განაცხადა, რომ "მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ შემოდგომა-ზამთრის თვეებისთვის".

დღეს, აზერბაიჯანული მედიით, არაერთი ინფორმაცია გამოქვეყნდა დაწესებული მკაცრი საკარანტინო წესების დარღვევის გამო დაჯარიმებული მრავალი ორგანიზაციის და ფიზიკური პირის დაჯარიმების შესახებ.

პორტალ "Oxu.az"-თან ინტერვიუში ბაქოს მენავთობეთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-ინფექციონისტი ნიჯატ აზიმლი, რომელიც თავადაც იყო ინფიცირებული, აცხადებს, რომ "ბოლო დროს, შესაძლოა ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, ავადმყოფობა, თითქმის ყველა შემთხვევაში, გართულებულად მიმდინარეობს. მეცნიერული კვლევების ჩატარებამდე ძნელია იმის თქმა, რომ მიზეზი ვირუსის მუტაციაა, მაგრამ ექიმების დაკვირების თანახმად, ვირუსი უფრო აგრესიული გახდა და ამჯერად, ჩვენ, სამწუხაროდ, ახალგაზრდებს შორის ლეტალური შემთხვევების მოწმეები ვხდებით".

აიპრესი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×