რეზონანსი
04.07.2020

რამდენიმე დღის წინ მამაკაცმა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგონას ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. გოგონა დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ამბობს, ახალგაზრდა გოგოს მდგომარეობა სტაბილურია და მომდევნო კვირიდან მისთვის კანის გადანერგვას დაიწყებენ.

„ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი აქვს. მას სხეულის 37% აქვს დამწვარი.

დამწვრობითი შოკიდან გამოვიდა, ვემზადებით ეტაპობრივი საკუთარი კანის გადანერგვისთვის. რამდენიმე ოპერაცია სჭირდება და იქითა კვირიდან დავიწყებთ. ჯერჯერობით მკურნალობას დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×