რეზონანსი
04.07.2020

"ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ახალ პარტიას ქმნის. როგორც თავად ამბობს, პარტიას იმ მიზნით აყალიბებს, რომ კვოტები გააუქმოს. ამოცანა ქალების ემანსიპაცია იქნება კონტ-პროდუქტიული პოზიტიური დისკრიმინაციის გარეშე.

"მე ვთვლი, რომ საქართველოში ქალები დგანან უმძიმესი პრობლემების წინაშე, რომელიც პირველ რიგში გამოწვეული იმ მავნე და დრომოჭმული სტერეოტიპებით, რაც ხშირ შემთხვევაში ქალებს აიძულებს, რომ ქორწინების მიღმა გაჩენილი შვილები სანაგვეში გადაყარონ. მე ვთვლი რომ ამ სტერეოტიპს აძლიერებს ის რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, როდესაც კაცები დაავალდებულა, რომ ყოველ მეოთხედ ქალი ჩაისვან. ვაფუძნებ ქალების პარტიას და 2024 წლისთვის შევეცდები, რომ 10 ქალი, ყოველგვარი კაცების და მეოთხე კაცის გარეშე გავიყვანო. კონსტიტუციის სულისკვეთება ის არის რომ უთანასწორობის აღმოფხვრას უნდა შეუწყოს ხელი და ვთვლი რომ არ უნდა შემეშალოს ხელი, პირველი ათეული ქალებით გავიდე პარლამენტში და არ უნდა მავალდებულებდეს კანონი, რომ მეოთხე კაცი ჩავისვა,"- აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ტომა   (05.07.2020)
მაგარი ხარ ტო

1234   (04.07.2020)
რაო, ქმარს რომ შეცდომა მოუვიდა და არადასავლური აზროვნება გამოამჟღავნა ქალების მიმართ იმის გადაფარვა გინდათ ოჯახს? :) ნათქვამს უკვე ვეღარ გაექცევი. სააკა და მისი ბანდა არასდროს ყოფილა დასავლური აზროვნების. ისინი არიან ნეობოლშევიკური ძალა და ასეთივე დარჩებიან რაც არ უნდა დაიქვნან - ევროპული თუ აზიური "დემოკრატები." პარტიის სახელში ეტყობათ რა დემოკრატები არიან :) მხოლოდ ევროპელები არიან დემოკრატები? აზიელი არ შეიძლება იყოს დემოკრატი? რასიზმია აქვთ ჩადებული პარტიის სახელში. ქალების კვოტირება აუცილებელია და სასარგებლოა: გააჯანსაღებს პოლიტიკურ "ელიტას". ბოკერიებს, უგულავებს, ოქროს და წამლის ბარიგა ოქრიაშვილებს ათასი ჯურის თავისი ბიზნესის ლობისტებს ჩუგოშვილები სჯობს ბევრად.

კახელი ევრაპეიცი   (04.07.2020)
გადავრჩენილვართ ხალხო!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×