რეზონანსი
03.07.2020

ხვალ, 3 ივლისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მაქს ტილკეს ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 3 ივლისს, 23:00 საათიდან 4 ივლისის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

საბურთალოს რაიონში:

დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს, მაქს ტილკეს, ნიკო ბურის, ნესტან დარეჯანის, ჰუბერტის, ანდრონიკაშვილის, მირიან მეფის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×