რეზონანსი
01.07.2020

სამინისტროს წარმომადგენლებს არაერთი შეხვედრა ჰქონდათ სოცაგენტებთან. ცალსახად მინდა დავაფიქსირო, რომ ჩვენი მოტივაცია შეხვედრამდეც, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების შრომითი პირობებისა და ანაზღაურების გაუმჯობესება იყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როგორც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიმართ საჭიროებს პოლიტიკა გადახედვას და ცვლილებებს, ასევე სოციალური აგენეტების მიმართაც სამინისტროს აქვს გარკვეული ხედვები.

„უმოკლეს ვადაში, მათთვის მოხდება 6 თვიანი ხელშეკრულებების დადება პირველი ეტაპისთვის. ასევე სამუშაო ანაზღაურების იმ კომპონენტის გაზრდა, რომელიც ტრანსპორტირების ანაზღაურებას ეხება და დანარჩენ დეტალებსაც განვიხილავთ. როგორც ჩვენი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიმართ საჭიროებს პოლიტიკა გადახედვას და ცვლილებებს, ასევე რა თქმა უნდა სოციალური აგენეტების მიმართაც გვაქვს გარკვეული ხედვა, რაც გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )