რეზონანსი
03.06.2020

ატლანტაში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამართული აქციებისა და ძარცვის შემთხვევების დროს ცეცხლსასროლი იარაღის მაღაზიაც გაძარცვეს და 42 თოფი მოიპარეს. ამის შესახებ „ფოქს ნიუსს" თავად მაღაზიის მფლობელმა განუცხადა.

„ჩაკს ფაირარმის" მფლობელმა, ჯიმ ჰინსდეილმა „ფოქს ნიუსს" განუცხადა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში მისი მაღაზია პირველად გაძარცვეს.

„მათ ისარგებლეს იმით, რომ პოლიციას ჩვეულებრივი დანაშაულებისთვის არ ეცალა. მათ 500-დან 4,200 დოლარამდე ღირებულების 42 იარაღი მოიპარეს", - აცხადებს ჰინსდეილი.

მაღაზიის მფლობელის განცხადებით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ქუჩაში მოხვდა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×